ხელვაჩაურში ორმოცი წლის კაცი დაჭრეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში 40 წლის კაცი დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით,  დაჭრას წინ რამდენიმე ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში მონაწილე პირები გარდაცვლილი ადამიანის წლისთავზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის, კონფლიქტი მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ბრალდებული დაკავებული.

მეტი...

თავდასხმა ნიკოლაევზე, დარუპულთა შორის არიან ბავშვები

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოლაევში სარაკეტო იერიში საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მიიტანეს, სადაც სათამაშო მოედანი მდებარეობს. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, დაშავებულია 5 და დაღუპულია სამი ადამიანი , მათ შორის ბავშვი. „რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე. ჩვეულებრივი სახლის მახლობლად სათამაშო მოედანზე. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია ხუთი ადამიანი. ამ დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“- წერს პრეზიდენტი  

მეტი...

ომბუდსმენმა და შშ-ის ელჩმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე ისაუბრეს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბრის ერთ-ერთი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ასევე ამ კანონის გარშემო გამართული საპროტესტო გამოსვლები და აქციებზე სამართალდამცველთა ქმედებების პროპორციულობა იყო. „შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს. მათ შორის, ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე, მათი განხილვის პერსპექტივაზე და აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის საკითხზე. ამასთან, ელჩი დაინტერესდა კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო…

მეტი...

“კანონების მიღება საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა და არ შეიძლება, ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს” – პიტერ სიიარტო

„ევროკომისიას და არც რომელიმე წევრ ქვეყანას არ აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება“, – აღნიშნულთან დაკავშირებით,უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველო როდესაც სუვერენიტეტს იცავს, სწორს აკეთებს, იმიტომ, რომ, უნგრეთის მსგავსად, რთულ გეოგრაფიულ ვითარებაში იმყოფება. „ჩვენ კურსისთვის არ გადაგვიხვევია, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან მთავრობათაშორის კონფერენციას მოვაწყობთ, რომ დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ ნამდვილი მოლაპარაკება. ხანდახან ბიუროკრატები აცხადებენ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებენ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ბიუროკრატები პოლიტიკოსებს, ქვეყნების მთავრობებს ენდონ. რაც შეეხება კანონებს, ეს…

მეტი...

ყაზბეგზე ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა – დაკავებულია პატრულის თანამშომელი

19 ივლისს, ღამის საათებში თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარის შედეგად  19 წლის ბაიკერი გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, ახალგაზრდა ბიჭი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. რაზეც, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. პროკურატურამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

მეტი...

“ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ობამას დროს აიღო ყირიმი, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში შეიჭრა უკრაინაში” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კვლავ პირობა დადო, რომ დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინაში. არნიშნულთან დაკავშირებით,  მან „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა გაიმეორა თავისი განცხადება და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი არ იქნებოდა. მისი განცხადებით, ბოლო წლებში ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის დროსაც ომები არ ყოფილა. “ყველაფერი, რასაც თქვენ უყურებთ, არ მოხდებოდა. პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა აიღო ყირიმი, ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრეზიდენტ ტრამპის დროს, რუსეთმა ვერაფერი აიღო.  ჩვენ…

მეტი...

“გავაგრძელებთ რუსეთსა და მსოფლიოში დაპირისპირებას მათთან, ვინც პრესაზე თავდასხმას ცდილობს” – ბაიდენი

“რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია”,- ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯას. “დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ. როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი და გაერომ დაადასტურა, კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ევანს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის. გავაგრძელებთ მყარად დგომას…

მეტი...

სომხეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს დილით ქალაქ ეღვარდთან მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. აღინიშნება, რომ ინციდენტს ორი პილოტის – უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანისა და კადეტ არმენ ხაჩატრიანის – სიცოცხლეები ემსხვერპლა.  

მეტი...

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მათი ცნობით, 30 წლის გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს მინსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოუტანა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. მას სისხლის სამართლის ექვსი სტატიის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნა”, “სააგენტო საქმიანობა”, “ტერორისტული აქტი”, “ექსტრემისტული ფორმირების შექმნა”, “სატრანსპორტო საშუალების ან კავშირის საშუალების განზრახ მწყობრიდან გამოყვანა”, “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებები”. ამ მომენტისთვის უცნობია შევიდა სასიკვდილო განაჩენი კანონიერ ძალაში თუ გასაჩივრდა. აღინიშნება, რომ კრიგერის წინააღმდეგ პროცესი 6 ივნისს დაიწყო და სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი…

მეტი...

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი პარლამენტს 3 რეკომენდაციით მიმართავს

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პარლამენტს სამი კონკრეტული მიმართულებით სთავაზობს რეკომენდაციებს. “ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ  აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით; სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად…

მეტი...

„2 წლის წინ, საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი“- ილია დარჩიაშვილი

“2 წლის წინ, როცა საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა”- ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული  ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.…

მეტი...

„საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას“- დარჩიაშვილი

„საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას“- ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიაა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ილია  დარჩიაშვილის განმარტებით, სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის. „ევროპის პოლიტიკური გაერთიანება  ვფიქრობ, ძალიან კარგი მექანიზმია, იმისთვის, რომ  იმ ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად, მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრონ. მორიგი შეხვედრა, სამიტის შეკრება გაერთიანებულ სამეფოში იყო ძალიან წარმატებული. მადლობა გაერთიანებული სამეფოს ახალ მთავრობას კარგი მასპინძლობისთვის, იმ შესაძლებლობისთვის, რომლებიც ქვეყნებს მიეცათ, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ძალიან…

მეტი...

გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება უკანონოდ ცნო

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები უკანონოდ ცნო. დადგენილებაში მოთხოვნილია, რომ ისრაელმა ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვოს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გარკვეული წონა აქვს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება შეუძლია. „ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ასევე მასთან ასოცირებული რეჟიმი შეიქმნა და ნარჩუნდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“, – ნათქვამია 15 მოსამართლისგან შემდგარი პანელის დადგენილებაში. ისრაელის მიმართ ვალდებულება მოიცავს ზარალის ანაზღაურებასა და ამ დასახლებებიდან იქ მცხოვრებთა ევაკუაციას. სასამართლოს დადგენილებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას „ფუნდამენტურად მცდარი“…

მეტი...

“როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია” – „როსენერგოატომი“

„როსტოვის ატომური ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს“, – განცხადებას „როსენერგოატომი“ ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს. „სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. მათი ინფრომაციით, რადიაციის დონე ნორმალურია და ბლოკები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ.

მეტი...

„პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება, დააჩქარებს უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დააჩქარებს უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდა „უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად“. ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამასთან არც პოლონეთის მთავრობას გაუვრცელებია საჯარო განცხადება. პოლონური მედია ვარაუდობს, რომ ეს შეთანხმება, შესაძლოა, ლოგისტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. ინფორმაციისთვის, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ამ ზაფხულს – ექვს, წლის ბოლომდე კი სულ 20-მდე „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავს მიიღებს.

მეტი...

პროკურატურამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის…

მეტი...

ჩინეთმა ტაივანთან დაკავშირებით  ტრამპის განცხადებას უპასუხა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის აღადგენს მშვიდობას მსოფლიოში და ყველა გააფრთხილა, რომ კონფლიქტის მზარდი აჩრდილი ეკიდება ტაივანსა და მთელ აზიას. საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსვლას ჩინეთში უპასუხეს. „ტაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა და არ იწვევს გარე ჩარევას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ჩინეთი აშშ-ს არჩევნების საკითხად იქცეს“ – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა.  

მეტი...

ჩინეთი მზადაა, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა. ორბანი მიშელს უკრაინის თემაზე ჩინეთთან მაღალი დონის მოლაპარაკებებს სთავაზობს. საუბარია ე.წ. სამშვიდობო კონფერენციაზე. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ჩინეთი მზადაა უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს. „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის, წინ წაიწიოს პოლიტიკური მოგვარების გზაზე და წაახალისოს და მხარი დაუჭიროს კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობებს. ჩინეთი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია უნდა აკმაყოფილებდეს რუსეთისა და უკრაინის აღიარების სამ მნიშვნელოვან ელემენტს, ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო გეგმის სამართლიან განხილვას. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას პირობები,…

მეტი...

პარლამენტის რიგგარეშე სესია დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სესია დაიხურა. სესიის დახურვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. 18-19 ივლისს გამართულ რიგგარეშე სესიის სხდომაზე, პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი აირჩია და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ასევე დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მიიღო ,,თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონში და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები. პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

მეტი...

,,საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც ევროკავშირისთვისაც სასარგებლო იქნება” – პიტერ სიიარტო

,,საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც შესაძლოა ევროკავშირსაც გამოადგეს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ უზარმაზარი ზრდა განიცადა. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ასეთი სწრაფი განვითარება ევროკავშირისთვის სერიოზულ წარმატებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი უკანასკნელ პერიოდში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის, შესაბამისად ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ფუნდამენტური ეკონომიკური ინტერესი არსებობს“, – განაცხადა სიიარტომ. მან, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა. „უნგრეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას. მე ასევე დავარწმუნე ბატონი მინისტრი რომ ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს საქართველოს…

მეტი...

ჩინეთის იმპორტ-ექსპორტმა 21 ტრილიონ იუანს გადააჭარბა

ჩინეთმა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლით,  ჩინური პროდუქცია რჩება მაღალი კონკურენტუნარიანი მსოფლიოში. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის იმპორტმა და ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 21 ტრილიონ, რაც 6,1 პროცენტით მეტია წლიურად. ჩინეთის ძლიერი საგარეო ვაჭრობის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადახედა 2024 წლის ჩინეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზს 5 პროცენტამდე“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა მედიასთან გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ღია ჩინეთი გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი „ძრავაა“. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთში დაარსდა 26,870 უცხოური ინვესტიციების კომპანია, რაც 14,2 პროცენტით მეტია წლიურად.…

მეტი...

,,კაიფში” ვიყავი, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს” – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

„კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს”, – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს. მისივე თქმით, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა. მას პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა,…

მეტი...

,,ევროკავშირი უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში” – პიტერ სიიარტო

,,ევროკავშირი უნდა იყოს ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში, ომის მომხრე პოლიტიკოსებს კი სურთ, ეს შეუძლებელი გახადონ, რადგან საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა”, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. „ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი…

მეტი...

პარლამენტში „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება. აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩანაცვლდება, რომელიც 1984 წელს მიღებული კანონია. 372-გვერდისგან შემდგარი კანონის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ოხანაშვილის ინფორმაციით, საკითხზე, მისი ხელმძღვანელობით კომიტეტში პროფესორები პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე და ლევან ხარანაული მუშაობდნენ. “მუშაობის პროცესში მსჯელობა იყო, თუ რომელ დარგს უნდა მიეკუთვნებოდა ახალი კოდექსი – სისხლის სამართალს, ადმინისტრაციულ სამართალს თუ სხვა დამოუკიდებელი დარგს. შევისწავლეთ გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული გამოცდილება და საბოლოო შევჯერდით იმ ვერსიაზე, რომ ეს უნდა იყოს ცალკე დარგი და ცალკე კოდექსი“, –…

მეტი...

,,ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის” – იენს სტოლტენბერგი

,,ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა. „მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ისაა, რომ ახლა პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია, დაგველოდოს. ამიტომ, ომი გრძელდება. როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნის განმავლობაში, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები გადაწყვეტისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც…

მეტი...

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება“ – მდინარაძე

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  “ამნისტიის შესახებ”  კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს მუხლები მხოლოდ მყარი არგუმენტების შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს და არავითარ შემთხვევაში ეს შანტაჟით, შიმშილითა და პროტესტის სხვა ფორმით არ მოხდება. „ამ ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც გადაწყვიტეს ამნისტიის საკითხით ხელის მოთბობა. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, რაც ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებაა და ვიღაცები ამით სარგებლობენ. მინდა „გირჩის“ წარმომადგენლებს მივმართო, ძალიან ბევრი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ამ თემაზე შეგვევაჭრებით და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ. ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. შეიძლება ეს თქვენი ბრალი არაა. ყველას…

მეტი...

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა. ცვლილების თანახმად, თამბაქოს წარმოება გახდება ლიცენზირებადი საქმიანობა, განიმარტება თამბაქოს წარმოების ლეგალური დეფინიცია და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც განიმარტება, თამბაქოს წარმოების დეფინიცია. გარდა ამისა, ცვლილების შედეგად თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის…

მეტი...

უკრაინის ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვი დაიბრუნა

,,უკრაინის ხელისუფლებამ მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 12 ბავშვის დაბრუნება”, – ინფორმაცია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრო ლუბინეცმა ტელეგრამზე გაავრცელა. ,,ჩვენ მოვახერხეთ 12 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნება! ბავშვები დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ნათესავებთან ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან. თითოეულმა ოჯახმა თავისებურად განიცადა საოკუპაციო ,,ძალაუფლების” მიერ შექმნილი ქაოსი. ოჯახები ყვებიან, როგორ აიძულეს რუსული პასპორტების აღება, რადგან „ახალი საბუთების“ გარეშე მოქალაქეებს არანაირი უფლება არ აქვთ და ვერც სოციალური გარანტიით ისარგებლებენ და ვერც სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ექიმები არ იღებენ თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც კი, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა…

მეტი...

მომდევნო დღეებში საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 21-22-ში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20…

მეტი...

საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა

საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების ინიციატორი “ქართული ოცნების” დეპუტატები იყვნენ. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და მოპედების სწრაფი გადაადგილებით მცირდება ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ამ მიზნით ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს…

მეტი...

,,თვალში ვეჩხირებით ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლები” – სასამართლოში ლაშა ჭიღლაძე გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძე გამოკითხეს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, რის გამოც ვერც სამხედრო მოსამსახურე და ვერც მისი ადვოკატი დეტალებს ვერ ყვებიან. ,,ახლა მითხრეს, რომ 1 წლის წინ დაწყებულა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და მაგაზე ჰქონდათ რაღაცა კითხვები, მაგით შემოიფარგლნენ, როდის წავედი როდის ჩამოვედი უკრაინაში, რაღაც ეგეთი, ზედაპირული კითხვები იყო. თვალში, რომ ვეჩხირებით ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლები, თუ ის გმირი ბიჭები ვინც იქ არიან. პასუხი არ გვაქვს, ვერავის ვერაფერს ვეტყვით, არ ვიცი რას გვედავებიან, რას გვაბრალებენ, რატომ გვიბარებენ აქ, არ გვაქვს პასუხი”, – განაცხადა ჭიღლაძემ. უფლებადამცველების თქმით, ის…

მეტი...

„საქართველოს საკმარისი ეკონომიკური თავისუფლება და მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს“ – თალაკვაძე

“სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მართალია, საქართველოს საკმარისი ეკონომიკური თავისუფლება, მარტივი ადმინისტრირება და მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს. საქართველოს ნამდვილად დიამეტრულად უკეთესი მდგომარეობა და შეფასება აქვს”,-აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „პანდემიამ საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინება შეაფერხა, ეკონომიკას სერიოზული გამოცდა და გამოწვევა ჰქონდა, მაგრამ საქართველომ ყველა მიმართულებით სწრაფი აღდგენა შეძლო და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გავზარდოთ. ნომინალური ეკონომიკის გაორმაგება შევძელით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია, რომ ქვეყნის შემოსავლები გავზარდოთ.  წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი ტერორის ქვეშ იყო, როცა საკუთრების უფლება დარღვეული იყო და არავის ჰქონდა ნდობა ინვესტიციების გაკეთების კორუფციული ინტერესების…

მეტი...

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ,  გზა გადაუკეთა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ დრომდე იზოლატორში რჩება ის თვითმხილველი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მასალა ინტერნეტში გაავრცელა. აღნიშნული პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან.

მეტი...

„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია

კომპანია „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია. მათივე ინფორმაციით, არსებული პრობლემის გამო რამდენიმე სერვისი შეფერხებით მუშაობს. კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია. გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.

მეტი...

„ყველა საერთაშორისო კრიზისს ერთი სატელეფონო ზარით დავასრულებ“ – ტრამპი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი საერთაშორისო კრიზისების დასრულების პირობას დებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც კანდიდატად ოფიცილაურად წარადგინეს. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებს „ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ახლანდელი ადმინისტრაციის დროს წარმოიშვა“. მისი განცხადებით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინის, ასევე ისრაელ-„ჰამასის“ ომი საერთოდ არ მოხდებოდა. „ამ ომებს სატელეფონო ზარით გავაჩერებ“, – განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საერთაშორისო კონფლიქტების გამო გააკრიტიკა. „არსებობს საერთაშორისო კრიზისი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში იშვიათად ყოფილა. ომი მძვინვარებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, იზრდება კონფლიქტის სპექტრი ტაივანში, კორეაში, ფილიპინებსა და მთელ…

მეტი...

სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

სომხეთის ქალაქ ეღვარდთან AN-2 ტიპის სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი. ინციდენტი დილით მოხდა. შეტყობინება თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიდა. „გიდასტურებთ, რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც სასწავლო იყო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპული მფრინავების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არამ თოროსიანმა.

მეტი...