სომხეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს დილით ქალაქ ეღვარდთან მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.

აღინიშნება, რომ ინციდენტს ორი პილოტის – უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანისა და კადეტ არმენ ხაჩატრიანის – სიცოცხლეები ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები