ხელვაჩაურში ორმოცი წლის კაცი დაჭრეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში 40 წლის კაცი დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით,  დაჭრას წინ რამდენიმე ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში მონაწილე პირები გარდაცვლილი ადამიანის წლისთავზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის, კონფლიქტი მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ბრალდებული დაკავებული.

მსგავსი თემები