სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

სომხეთის ქალაქ ეღვარდთან AN-2 ტიპის სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი. ინციდენტი დილით მოხდა. შეტყობინება თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიდა.

„გიდასტურებთ, რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც სასწავლო იყო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპული მფრინავების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არამ თოროსიანმა.

მსგავსი თემები