თავდასხმა ნიკოლაევზე, დარუპულთა შორის არიან ბავშვები

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოლაევში სარაკეტო იერიში საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მიიტანეს, სადაც სათამაშო მოედანი მდებარეობს. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, დაშავებულია 5 და დაღუპულია სამი ადამიანი , მათ შორის ბავშვი.

„რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე. ჩვეულებრივი სახლის მახლობლად სათამაშო მოედანზე. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია ხუთი ადამიანი. ამ დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“- წერს პრეზიდენტი

 

მსგავსი თემები