„ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს“ – სტოლტენბერგი

„უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. ის უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, გერმანიაში, ვისბადენში, ნატო-ს ახალი მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღეს.

მეტი...

რატომ ჩადის კანადის საგარეო მინისტრი ჩინეთში?!

18-20 ივლისს ჩინეთს კანადის საგეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი სტუმრობს. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ვიზიცი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება. „საგარეო საქმეთა მინისტრის ჯოლის ჩინეთში ვიზიტის დროს, მხარეებს ექნებათ სიღრმისეული კომუნიკაცია ჩინეთ-კანადის ურთიერთობებზე და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე და იმუშავებენ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ზრდისთვის’ – აცხადებს პრეს-სპიკერი ლინ ჯიანი. შეგახსენებთ, რომ კანადელი დიპლომატი ჩინეთს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით სტუმრობს.

მეტი...

18-20 ივლისს ჩინეთს კანადის საგარეო მინისტრი მელანი ჯოლი სტუმრობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვანგ იის მიწვევით, 18-20 ივლისს, ჩინეთს კანადის საგარეო მინისტრი მელანი ჯოლი სტუმრობს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან და „ქამარი და გზის“ (BRI) თანამშრომლობასთან დაკავშირებით,  განცხადებები გაკეთდა. როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა აღნიშნა,  „ქამარი და გზის“ განვითარებისა და გაძლიერებისთვის  ჩინეთი აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. „ჩვენ ერთად შევძელით BRI-ს აყვავება და მიწოდება ქვეყნებისთვის მთელს მსოფლიოში, რაც BRI-ს საერთაშორისოდ მისასალმებელია.  ეს არის საზოგადოებრივი სიკეთისა და თანამშრომლობის პლატფორმ,  რომელშიც გამოსახულია ღიაობა, ინკლუზიურობა, ორმხრივი სარგებელი და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთმა ხელი მოაწერა BRI თანამშრომლობის დოკუმენტებს…

მეტი...

„ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს, ომის დედაქალქში ჩასვლას, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ?“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში ვინმე თუ გადაწყვეტს, ჩავიდეს ომის დედაქალქში, იქ ისაუბროს და დაპირებები გასცეს საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება არ უნდა მიექცეს. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს და ნატო-ს საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე შეუძლიათ. „ეს ადგილი უინსტონ ჩერჩილთან ასოცირდება. ჩერჩილი ჩერჩილად სიმამაცემ აქცია. სწორედ სიმამაცით მოიგო მან მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა. იქნება ევროპა კონტინენტი, რომელიც არც დანებდება და არც ტირანებს მიჰყიდის თავს? იქნება ერების და საზოგადოებების კონტინენტი? დავინახავთ, წინა თაობების სიმამაცემ, რომელმაც ევროპა დაიცვა, რა მოიტანა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის. ევროპისთვის ჩვენი სიმამაცე არანაკლები უნდა იყოს, ევროპისთვის, რომელიც…

მეტი...

“ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს” – მდინარაძე

„სავარაუდოდ, გახარიას მაინც დაავალებენ, რომ „ლელოს“ შეუერთდეს იმიტომ, რომ ამ კონფიგურაციით 5%-იან ბარიერს „ლელო“ მაინც ვერ მიუახლოვდება. ეს არის მხოლოდ ვერსია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, როდესაც ოპოზიციის გაერთიანებაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძის  განცხადებით, ოპოზიცია თვითონ არ მოქმედებს და დავალებებს გარედან იღებს. „ოპოზიციის კონფიგურაციას არ წყვეტს თავად ოპოზიცია იმიტომ, რომ ამას წყვეტენ მათი გარე დავალებების მიმცემები. რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარიამ მესიჯი გატესტა, რომ „ლელო“ უნდა გადავარჩინო „განაცებასო“ და რა რეაქცია მიიღო ამის გამო – თავი შეიკავეს გაერთიანებაზე იმიტომ, რომ ყველა მიხვდა, რომ ასეთი „ზედმეტი პრინციპულობაც“ არ ვარგოდა,…

მეტი...

სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, საირიგაციო წყლის არაპროფილური მომხმარებლების (ტბორები, ტექნიკური წყლის მომხმარებლები) გამრციხველიანების გეგმა მოიცავს 2024-2025 წლებს, ხოლო საბალანსო (მუდმივი) მიწოდების წერტილების მოწყობა-რეკონსტრუქციისა და გამრიცხველიანების გეგმა 2025-2035  წლებისთვის  განისაზღვრა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, აღრიცხვის სისტემების გამრციხველიანების გეგმის ფარგლებში, მიმდინარეობს სამელიორაციო დანიშნულების არხებისა და სარწყავი ფართობების აღწერა, ასევე წყლის მიწოდების წერტილების განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოები. რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას წარმოადგენს საირიგაციო სისტემებზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა.    წყალმომხმარებელთა გამრიცხველიანება, რომლის საფუძველზეც მოხდება წყლის აღრიცხვა, ხელს შეუწყობს საირიგაციო…

მეტი...

ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე

ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაისში ევროპამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთიდან გაზის იმპორტი გაზარდა. უნგრეთში, ევროკავშირის ენერგეტიკის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ლიეტუვამ და ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის კონკრეტული გზების მოსაძებნად დისკუსიების გამართვა მოითხოვა. „ჩვენ უნდა მოვახდინოთ ძალისხმევის მობილიზება და მივიღოთ ზომები ენერგომომარაგების შემდგომი დივერსიფიცირებისთვის და რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის სწრაფად შეწყვეტისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის სწრაფ განვითარებაში“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის…

მეტი...

“უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსებს სამხედრო გზით გაანადგურებენ, გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა” – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა და არა ბრძოლის ველზე. არნიშნულთან დაკავშირებით, ორბანმა ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, რუსები სამხედრო გზით გაანადგურონ, მე არამგონია, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი ბრძოლის ველზე ვერ მოგვარდება. ამის იმედი აქვთ, მაგრამ მე არ მჯერა, ვიცნობ რუსებს, ვიცნობ ევროკავშირს, ვიცნობ უკრაინელებს. მეზობელი ქვეყანა ვართ, ვიცი, მთელი კონტექსტი. ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაზეა“, – განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მოვალეობაა, დაარწმუნოს რუსეთი და უკრაინა, გადავიდნენ ომის მხარდამჭერი პოლიტიკიდან სამშვიდობო პოლიტიკაზე.

მეტი...

კობახიძე ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს. მთავრობის ცნობით, კობახიძე სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა. ასევე, კობახიძის კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება. ,,ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან. დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი,…

მეტი...

,,პოლიციელები ცდილობდნენ ჩემ დაშინებას, მანქანაში მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა” – კინწურაშვილის საქმე

მოქალაქეები ლუკა კინწურაშვილი და თორნიკე ობოლაშვილი პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ისინი ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა სხვადასხვაა ადგილას გადამოწმების მიზნით გაჩერეს, უკანონოდ გაჩხრიკეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხოფა მიაყენეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ წუთებში კინწურაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება, სადაც საქმეზე მოკვლევა დაიწყო. ცნობისთბის, შემთხვევა მუხიანის ტერიტორიაზე, 9 ივლისს მოხდა, კინწურაშვილი უფორმო პოლიციელებმა გააჩერეს, პოლიცია მას უხეშად ესაუბრებოდა, რის გამოც მან ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა, ამას სამართალდამცავების გაღიზიანება მოჰყვა. მათ მოქალაქეს ტელეფონი წაართვეს და მალევე დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განყოფილებაში მას უთხრეს, რომ თუ ვიდეოს, რომელზეც ასახული…

მეტი...

FB-ზე ყალბ პროფილებს ქმნიდა და მოქალაქეებს თანხის სესხებას სთხოვდა – დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა. აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა”, – წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ამნისტიის კანონის საარჩევნოდ დივიდენდებისთვის მიღებას გვაბრალებს ის ხალხი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების მიმართ” – გია ვოლსკი

,,ამნისტიის კანონის საარჩევნოდ დივიდენდებისთვის მიღებას გვაბრალებს ის ხალხი, რომელმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინა საზოგადოების მიმართ, მოაწყო გესტაპოს მართვის სისტემა, ადამიანები აწამეს და დახოცეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, „ამ ადამიანებმა ციხეებიდან უამრავი ცხედარი გამოიტანეს და უშველებელი დანაშაული აქვთ ჩადენილი“. „ეს ცოტათი მაინც შეიძლებოდა, იმით გამოესყიდათ, რომ კანონპროექტისთვის მხარი დაეჭირათ. ვერავინ იტყოდა, რომ ეს არ არის ერთობლივი მოსაზრება. ჰუმანური დამოკიდებულების რაღაც ელემენტი მაინც გამოევლინათ როდესმე, ან წარსულში, ან აწმყოში. რასაკვირველია, ჰუმანიზმია მთავარი თემა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ამნისტიის…

მეტი...

პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება. „პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.

მეტი...

დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის პლენარული სხდომა 18-19 ივლისს გაიმართება. სხდომებზე სხვა საკითხებთან ერთად, კენჭი ეყრება გენერალური პროკურორობის კანდიდატს და ასევე, პირველი მოსმენით მიიღებენ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს. რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილობით მიმდინარე კვირას მიმართა.

მეტი...

,,საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით” – პრემიერი

,,საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. „დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით.…

მეტი...

რუსეთს ეწურება საბჭოთა ეპოქის იარაღის მარაგი, რაც გავლენას მოახდენს შეტევითი მოქმედებების ინტენსივობაზე – The Economist

,,რუსეთის არმიას ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ეწურება და არ არსებობს რესურსები ახალი ტექნიკის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის ან ძველის შეკეთებისთვის”, – ამის შესახებ ექსპერტებზე დაყრდნობით The Economist წერს. გამოცემა წერს, რომ უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე წელს, რუსეთს საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობისა და იარაღის მარაგები ეწურება, ამან კი ზაფხულის ბოლოს შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსული ჯარების შეტევითი მოქმედებების ინტენსივობაზე. რუსეთის თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი პაველ ლუზინი და სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (SCEEUS) ანალიტიკოსი ალექსანდრე გოლტსი მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი დანაკარგებით, რუსული ტანკებისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების მარაგი, რომელიც შესაფერისია საწყობებში აღდგენისთვის, 2025 წლის მეორე ნახევრისთვის…

მეტი...

ქუთაისში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, ქალაქის ცენტრში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია, შორტები, მაისურები და საზაფხულო ჩუსტები. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. კადრებში ჩანს, რომ ობიექტზე სამი პირი შევიდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაღუპულია ერთი ადამიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 53 წლის კაცი, რომელიც მსუბუქი მანქანის მძღოლი იყო ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის ავტომობილის მართვისაც ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა და მანქანით მდინარეში გადავარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც მანქანა და გარდაცვლილი კაცი მდინარიდან ამოიყვანეს.

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი ბატიაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე წარმართულიყო გიორგი გაბიტაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა. მის ამ ინიციატივას იურიდიულ საკითხმა მხარი დაუჭირა. „გთავაზობთ კენჭი ვუყაროთ დასკვნას, რომ დადებითი რეკომენდაცია დღესვე გაეგზავნოს პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე მოხდეს განხილვის გარეშე კენჭისყრის პროცედურის წარმართვა“, – განაცხადა ოხანაშვილმა. ამასთან, მან გიორგი გაბიტაშვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავის საქმიანობას კეთილსინდისიერად შეასრულებს.

მეტი...

პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილის უსმენენ

ამ წუთებში პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ. მან თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან. ,,პროკურატურის ინსტიტუციური სიძლიერე და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა უკეთესი საპროკურორო საქმიანობის უპირობო გარანტიაა. მნიშვნელოვანია პროკურორს ჰქონდეს კარიერული განვითარების გამჭვირვალე სისტემა, საკუთარი პოზიციის და სტატუსის დაცვის საკმარისი გარანტიები და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველმყოფი მითითებები”, – განაცხადა ბატიაშვილმა. კომიტეტის შემდეგ საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გადაინაცვლებს.

მეტი...

“მე მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება – ეს არის ერთგვარი ფლირტი”- იაგო ხვიჩია

“მე მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება – ეს არის ერთგვარი ფლირტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ბედნიერი პოლიტიკური ქორწინებით დასრულდება”- ამის შესახებ, „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ გახარიას ერთი ბოდიში აქვს მოსახდელი, პარალელურად, საჭიროა, „ლელომაც“ მოაგროვოს „პოლიტიკოსების კოლექცია“, რადგან ბარიერის გადალახვის საფრთხე ემუქრება. „მე გახარიას ადგილას ჯერ ხელს არ ჩავიქნევდი. ეს პოლიტიკური ფლირტია, რომელიც ჯერ ბოლომდე არ მისულა, იმიტომ რომ მოგეხსნებათ, ზოგჯერ თვითონ ერთი მხარე პრეტენზიულია ამ ფლირტის დროს. მგონი, ეს ეტაპი აქვთ გასავლელი ბატონ გახარიას და ბატონ ხაზარაძეს. ვინაიდან,…

მეტი...

არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – სახ.დეპის ანგარიში საქართველოზე

,,საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ,,ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ასევე აცხადებენ,…

მეტი...

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ჩეხი პოლიტიკოსი, მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაამტკიცა. ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ამ პოსტზე ესტონელ დიპლომატს ტოივო კლაარს შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, ის კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოშიც ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.

მეტი...

,,4 საათზე მეტი ვიყავი უკანონოდ დაკავებული, მაქვს დაზიანებები” – საკონსტიტუციოს თანამშრომელი

საკონსტიტუციოს თანამშრომელი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე წერს. როგორც თორნიკე ობოლაშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა სამართალდამცველმა 15 ივლისს, საღამოს საათებში საცხოვრებელ სახლთან ახლოს გააჩერეს და დოკუმენტაცია მოსთხოვეს, შემდეგ კი ,,ზედაპირულად” შეამოწმეს. მოქალაქის თქმით, მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, რაზეც უარი მიიღეს, ვინაიდან ეს უკვე ჩხრეკა იყო და საჭირო იყო სპეციალური ნებართვის წარდგენა. ამის შემდეგ, როგორც ობოლაშვილი წერს, პოლიცია მუქარაზე გადავიდა და პირადობას აღარ უბრუნებდნენ. მას შემდეგ კი, რაც მოქალაქემ ამ ყველაფრის გადაღება დაიწყო, სამოქალაქო ფორმიანმა პოლიციელებმა მას ტელეფონი წაართვეს და მანქანისკენ ძალის გამოყენებით წაიყვანეს, რა დროსაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. გადაიყვანეს თემქის პოლიციის…

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთში MiG-31K-ის აფრენის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ,,ყურადღება! მთელ უკრაინაში არის სარაკეტო თავდასხმის საფრთხე! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა სავასლეიკას აეროდრომიდან (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი)”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ბათუმში მანქანა ქვეითს შეეჯახა

ბათუმში ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. 50 წლის ქალი ქვემო კიდურის მოტეხილობით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

მეტი...

ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში ციანიდით მოწამლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ტაილანდში, ბანგკოკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ციანიდით მოწამვლის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ცხედარი, 16 ივლისს, გვიან ღამით აღმოაჩინეს. პოლიციისა და საავადმყოფოს ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერების კვალი Grand Hyatt Erawan-ის ოთახში აღმოაჩინეს, როგორც სასმელ ჭიქებსა და ჩაიდანზე, ასევე ცხედრების გაკვეთის დროს. პოლიციის ცნობით, სასმელში ციანიდი დაღუპულთაგან ერთ-ერთმა შეურია. ამჟამად, პოლიცია ცდილობს დაადგინოს როგორ მოიპოვეს მათ ციანიდი. დაღუპული სამი ქალისა და სამი კაცის ნათესავების დაკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ მათ შორის ფინანსური დავა იყო. გარდაცვლილებიდან ორი აშშ-ის მოქალაქეა, რის გამოც გამოძიებას აშშ-ის ფედერალური ბიურო (FBI) დაეხმარება. დანარჩენი ოთხი კი ვიეტნამის მოქალაქეები არიან.

მეტი...

საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმებს გეგმავდა

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა, აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა გაავრცელა. ,,ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩადენაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა დარმანინმა. მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი Telegram ჯგუფის, ,,ფრანგული არიული დივიზიონის” ადმინისტრატორი იყო, სადაც ის ოლიმპიადის წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა.

მეტი...

ჯო ბაიდენს Covid-19 დაუდასტურდა

ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის თქმით, 81 წლის ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და მიიღო ანტივირუსული პრეპარატის Paxlovid-ის პირველი დოზა. ,,მე კარგად ვგრძნობ თავს”, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს ლას-ვეგასში. პრეზიდენტი იქ იზოლირებული იქნება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მითითებების შესაბამისად. ბაიდენმა და მისმა თანაშემწეებმა არაერთხელ მოიხსენიეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო გაჩერებები, როგორც მისი, როგორც დემოკრატების კანდიდატის სიმტკიცის დემონსტრირება, მცდელობა, შეემცირებინა მზარდი შფოთვა პარტიაში. ოთხშაბათის ღონისძიება ლას ვეგასში – სადაც ის მოსალოდნელი იყო, რომ სიტყვით გამოვიდოდა UnidosUS-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე იყო დასახელებული, როგორც პირდაპირი ჩართულობის მაგალითი, ამ შემთხვევაში მრავალფეროვან კოალიციასთან.…

მეტი...

ისტორიაში პირველად, რეკორდულად მაღალი სიცხის გამო, სერბეთში ტბა დაშრა

სერბეთში, ისტორიაში პირველად, ძლიერი სიცხის შედეგად მარილის ტბა რუსანდა დაშრა. ხორვატიაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს. სერბეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, ძლიერი სიცხის გამო 10 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 29,5°C დაფიქსირდა ადრიატიკის ზღვასა და ხორვატიის რამდენიმე სანაპირო კურორტზეც.

მეტი...

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა იყო

უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა იყო. ,,აფეთქებები დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. დაახლოებით 22:50 საათზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს აცნობეს უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ კიევის მიმართულებით აღმოსავლეთის მხრიდან. მტრის დრონები ასევე დაფიქსირდა ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების საზღვარზე.

მეტი...