პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის პლენარული სხდომა 18-19 ივლისს გაიმართება.

სხდომებზე სხვა საკითხებთან ერთად, კენჭი ეყრება გენერალური პროკურორობის კანდიდატს და ასევე, პირველი მოსმენით მიიღებენ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს.

რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილობით მიმდინარე კვირას მიმართა.

მსგავსი თემები