უკრაინის პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობასა და მეფეს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის რუსეთთან ომში. მან ასევე, მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზ III-ს და მთელ სამეფო ოჯახს უკრაინელი ხალხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და დროებითი თავშესაფრებისთვისაც.  

მეტი...

პოლიციამ ტეილორ სვიფტის თვალთვალის გამო 34 წლის მამაკაცი დააკავა

გერმანიაში, ქალაქ გელზენკირხენში პოლიციამ 34 წლის ამერიკის მოქალაქე დააკავა. მას მეგა პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის თვალთვალი და მუქარა ედება ბრალად. ინფორმაციას reuters- ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ტეილორ სვიფტს და მის პარტნიორს, სოციალურ ქსელში ემუქრებოდა და უთვალთვალებდა.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

გერმანულმა ინტერნეტსააგენტო “ტრანსფერმარკტმა” ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.  

მეტი...

ჩინეთში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, 14 სართულიან სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა შენობიდან 30 მოქალაქე გამოიყვანეს. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენა, შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.

მეტი...

გიორგი მიქაუტაძე დღეიდან  „ლიონის“ ფეხბურთელია

გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ტრანსფერის თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა. ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. „ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბვშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“- წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელია.  

მეტი...

საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას შეუერთდა

საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე – ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ლიდერმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა” და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო ჩარევა და ინფორმაციით მანიპულირება სტრატეგიულ გამოწვევას უქმნის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების…

მეტი...

მდინარეში 15 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

მაშველები განმუხურში, მდინარეში გაუჩინარებულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. ის მდინარე ჯუმსა და ენგურის შესართავთან დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. ნაპირზე ნაპოვნია მისი პირადი ნივთები. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა.

მეტი...

“ამისთვის ციხეში უნდა წახვიდეთ და არა ევროკომისიაში“- ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს

ევროპარლამენტის სესიაზე, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს ახალი ვადით ირჩევდნენ, პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა ფონ დერ ლაიენს მიმართა და განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის გატარებულმა პოლიტიკამ ევროპა გააღარიბა. ევროპარლამენტარის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო ციხეში უნდა იყოს. „ქალბატონო ურსულა, დროა, ვინმემ პირდაპირ გითხრათ, რას ფიქრობს თქვენზე ევროპელთა დიდი უმრავლესობა. ევროკომისიის პრეზიდენტად თქვენი არჩევა წინა ვადისას იყო დიდი შეცდომა და ზოგისთვის ეს დღემდე თავის ტკივილია. თქვენ ხართ ევროპული მწვანე შეთანხმების სახე, რომელიც ანადგურებს ევროპის ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რამაც ევროპა ეკონომიკურ ქვესკნელამდე მიიყვანა. თქვენ ხართ ევროპის კლიმატური სიგიჟის სახე,…

მეტი...

“სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით”- პრემიერი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასრულდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. „დისკუსიებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ზოგადად იყო ძალიან საინტერესო ფორმატი. მე მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება ენერგეტიკული დაკავშირებადობის თემაზე, რაც იყო ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ,…

მეტი...

„იმედი გვაქვს, ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება“ – კობახიძე

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი იყო განხილული ამ სამიტზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და…

მეტი...

„სლოვაკეთი ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას ბოიკოტს არ გამოუცხადებს“ – პეტერ პელეგრინი

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობას ბოიკოტს არ გამოუცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა. უნგრეთის პრეზიდენტთან, ტომას შუიოკასთან შეხვედრაზე პელეგრინიმ აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრული მხარის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში ორგანიზებულ ღონისძიებებში. „მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას და არ შეუერთდება უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთის ბოიკოტირებას“, – განაცხადა პელეგრინიმ. მან აღნიშნა, რომ ბოიკოტის მიზეზს ვერ ხედავს. „ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, ვიმოქმედოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობისა და მისი პრეზიდენტის სუვერენული პოზიციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს მისი ქმედებები“, – განმარტა პეტერ…

მეტი...

„ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“- პრემიერი

ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. „გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო…

მეტი...

განმუხურში მდინარეში მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარე ჯუმისა და ენგურის შესართავთან 15 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან არის და ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა. ის მდინარეში თანატოლებთან ერთად იყო. მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის მისი ტანსაცმელი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მაშველები.  

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 11 გემს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 11 გემის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულია ის ხომალდები, რომლებმაც ნავთობი ან ნავთობპროდუქტები რუსეთიდან მესამე ქვეყნებში გადაიტანეს G7-ის ქვეყნების დაწესებული ლიმიტის დარღვევით – ბარელზე 60 დოლარზე მეტით. ეს სანქციების სიის პირველი განახლებაა გაერთიანებულ სამეფოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. სიას დაემატა გემები, რომლებიც პანამის, გაბონის და კუკის კუნძულების დროშების ქვეშ გადაადგილდებიან ისეთი სახელებით, როგორიცაა Amur Bay ან SCF Pechora. მათ ბრიტანეთის პორტებში შესვლა აეკრძალათ.

მეტი...

პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე. „ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას”, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. მის არჩევას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.  

მეტი...

ჯო ბაიდენს მოუწოდებენ გაათავისუფლოს საიდუმლო სამსახურის დირექტორი

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაათავისუფლოს საიდუმლო სამსახურის დირექტორი. მან Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სატელეფონო განხილვა ჰქონდათ პალატის რესპუბლიკელ და დემოკრატ წარმომადგენლებთან. „მოწვეული გვყავდა ასევე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კრისტოფერ რეი და საიდუმლო სამსახურის დირექტორი ჩიტლი. ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე მათ დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გაგვცეს“, – განაცხდა ჯონსონმა. წარომადგენელთა პალატის სპიკერის განმარტებით, ახლა უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე პასუხები და ეს არის როგორც იმედგამაცრუებელი, ასევე საშიში. 14 ივლისს, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს…

მეტი...

“მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას, მაშინ, როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ხალხი მტკიცედ დგას” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს. „გულწრფელად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას! თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობა ევროკავშირს აძლიერებს. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, მაშინ როცა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე. ინფორმაციისთვის,  დღეს 401 ხმით ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

მეტი...

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

პარლამენტმა ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას. კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები). ,,კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები” , – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მეტი...

,,ახალის”, ,,დროასა” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” გაერთიანებას ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერქმევა

პარტიების  ,,ახალის”, ,,დროასა” და ,,გირჩი მეტი თავისუფლების” წინასაარჩევნო გაერთიანებას ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტია ,,ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. არჩევნებზე პარტიები 4 ნომრით წარდგებიან. 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამი ოპოზიციური პარტია ა,,ხალი”, ,,დროა” და ,,გირჩი – მეტი თავისუფლება” მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

მეტი...

უკრაინის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო სლოვაკეთი და უნგრეთი „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ

სლოვაკეთსა და უნგრეთში აცხადებენ, რომ ძირითადი მომწოდებლისგან, „ლუკოილისგან“ ნავთობს ვეღარ იღებენ, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ გასულ თვეში რუსული ენერგოკომპანიების პროდუქციის საკუთარი ქვეყნის გავლით ტრანზიტი აკრძალა. როგორც სლოვაკეთსა და უნგრეთში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ლუკოილისგან“ მიწოდება შეჩერებულია, ისინი კვლავ იღებენ ნავთობს სხვა რუსული კომპანიებისგან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ გაზის მიწოდება რუსეთიდან უნგრეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს შავ ზღვაზე თურქული ნაკადის მილსადენით, მაგრამ ნედლი ნავთობი „ლუკოილმა“ უკრაინის გავლით აღარ გადაიტანა.

მეტი...

განმუხურში, მდინარეში 15 წლის მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარე ენგურისა და ჯუმის შესართავთან 15 წლის მოზარდს, დაახლოებით ერთი საათია ეძებენ. ის ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად, საბანაოდ წავიდა, რა დროსაც მალევე სხვა მოზარდებმა ვეღარ შენიშნეს და ძებნა დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, მდინარის გარკვეულ ნაწილში ქვა-ღორღის ამოღების გამო ღრმულები გაჩნდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ბანაობა სახიფათოა, თუმცა იქ არანაირი ამკრძალავი ნიშანი არ არის. არსებობს ეჭვი, რომ მოზარდი სწორედ ამ მონაკვეთში გაუჩინარდა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამართალდამცველები.

მეტი...

„უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის მცდელობები ულტიმატუმია“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის მცდელობები ულტიმატუმია, რომელსაც მოსკოვი არ მიიღებს. „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ულტიმატუმის მსგავსი მოთხოვნებია ზელენსკის ფორმულის საფუძველზე. რუსეთის ნებისმიერ ულტიმატუმის მსგავს ღონისძიებაში ჩართვის მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია, ეს არის ჩვენი ძირითადი მიდგომა“, – განაცხადა ზახაროვამ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია, მეორე საერთაშორისო სამშვიდობო სამიტის გეგმა უკვე ნოემბერში ჰქონდეს. როგორც მან აღნიშნა , მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ. ინფორმაციისთვის, პირველი სამიტი შვეიცარიაში გასულ თვეში ჩატარდა, რომელშიც 92 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. ღონისძიებაზე…

მეტი...

,,დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია, გავლენებზე საუბარი სპეკულაციებია” – გაბიტაშვილი

ახალი გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ფარცხალაძე აშშ-ის მიერაა სანქცირებული. მიზეზად რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობა დასახელდა. ,,ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ დიდი ხანია, ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის მისი მთავარი პროკურორობის დროს, მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში, არის მხოლოდ სპეკულაციები. მე დიდი ხანია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია კომუნიკაცია. საქართველოს პროკურატურა იყო, არის და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება”, – თქვა გაბიტაშვილმა. ოპოზიციაში კი…

მეტი...

,,პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ დაყო ევროპა” – ზელენსკი

ვუდსტოკში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. 50 ევროპული სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მასპინძლობს. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა ომი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ასევე არალეგალური მიგრაცია. სამიტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტიც. ,,ჩვენ მივაღწიეთ ევროპაში ერთიანობას და ვმოქმედებთ ერთად, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – მან ვერ დაყო ევროპა. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთობას და მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას. პუტინი ვერ ამყარებს ურთიერთობებს ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ეს უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ერთიანები ვართ. ის შეიძლება შეეცადოს, რომ დაელაპარაკოს რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, შეეცადოს,…

მეტი...

სომხეთი და აზერბაიჯანი ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ლონდონში შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შესთავაზეს. „ აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო ეს წინადადება. სომხური მხარის წინადადება ძალაში რჩება“, – აღნიშნულია, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერევანი აზერბაიჯანს ასევე სთავაზობს უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების გააქტიურებას და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უარს სომხური მხარე ამბობს და ერევნის გადაწყვეტილება წინა სამშვიდობო შეთანხმებებიდან გადახრაა. მისივე თქმით, შეხვედრა ბრიტანეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული…

მეტი...

,,აღარ მუშაობს რამდენიმე თვეა” – საკონსტიტუციოს მოსამართლე ცოლზე, რომელიც რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში იყო დასაქმებული

2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ვასილ როინიშვილის ცოლი რუსეთის ფედერაციაში, საჯარო სამსახურში მუშაოდა. კერძოდ, მისი მეუღლე დიანა ცინდელიანი 2023 წელს რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში იყო დასაქმებული. ,,მუშაობდა, აღარ მუშაობს, აღარ არის იქ ფიზიკურად. დაახლოებით რამდენიმე თვეა”, – ამბობს მოსამართლე. ცნობისთვის, როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2020 წელს გახდა. ის ერთ-ერთია, რომელმაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული სარჩელები უნდა განიხილოს.

მეტი...

“გავიარეთ ყველაზე პრობლემური პერიოდი და შევინარჩუნეთ გრძელვადიანი ევროპული მიზნების კურსი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

“ახლა ჩემი ყურადღება მიმართული იქნება კომისრების გუნდის შექმნაზე, უახლოეს კვირებში ვთხოვ ლიდერებს, წარადგინონ კანდიდატები, მსურს, ავირჩიო საუკეთესოდ მომზადებული კანდიდატები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ვალდებულებებს”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ. მან ევროპარლამენტის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის. „ეს ჩემთვის ძალიან ემოციური და განსაკუთრებული მომენტია. პირველ რიგში, მე არ შემიძლია, დავიწყო იმის აღნიშვნის გარეშე, თუ რამდენად მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც ევროპული პარლამენტის უმრავლესობამ გამომიცხადა. ეს ასევე იმის მაჩვენებელია, თუ რა რთული სამუშაო გავწიეთ ერთად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ არ დავიშურეთ ძალისხმევა. ჩვენ გავიარეთ ყველაზე…

მეტი...

„ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციებისთვის“- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საინვესტიციო გარემოს, საინვესტიციო კლიმატს, რომელზეც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა. „სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის უცხოური ინვესტიციების მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა. შესაბამისად, ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რაზეც საქართველოს მთავრობა და მთავრობის მეთაური საუბრობენ – რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციებისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. გარდა ამისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა,…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს. მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. რა ვადაში განიხილავს სარჩელს პლენუმი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარჩელში მოითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.

მეტი...

“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა სასარგებლო მექანიზმია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის”- დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის  სასარგებლო მექანიზმი, რათა საქართველომ გააგრძელოს წარმატებული, ევროპული ინტეგრაცია. „მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით  და ემსახურება მთავარ მიზანს – ქვეყნებმა, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ  და არიან ევროპული ოჯახის წევრები,  შეძლონ და უფრო მეტად დაახლოვდნენ ევროკავშირთან.რა თქმა უნდა, ჩვენ ცალკე, ინდივიდუალური ორმხრივი ფორმატი გვაქვს ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი ევროინტეგრაციის მთავარი ხაზი, თუმცა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა არის ჩვენთვის სასარგებლო მექანიზმი, იმისთვის, რომ  საქართველომ გააგრძელოს წარმატებული, ევროპული ინტეგრაცია“…

მეტი...

“პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა”- ილია დარჩიაშვილი

“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, სამიტის გახსნაზე ვფიქრობ, იყო ძლიერი გზავნილი და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროპული ოჯახის კონსოლიდაციის და ერთიანობის მნიშვნელობას” – ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ფორმატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც საქართველო ცდილობს, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გვახსოვს, რომ აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არიან ევროპული ოჯახის წევრები, უფრო მეტად დაახლოვდნენ და…

მეტი...

„ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები, ევროპაში მილიტარიზაციისა და დაპირისპირების განწყობაზე მიუთითებს“ – პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები, შექმნას „ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი“, ევროპაში მილიტარიზაციისა და დაპირისპირების განწყობაზე მიუთითებს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი განცხადებით, ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ასახავს მის „ცვალებად პრიორიტეტებს“. როგორც პესკოვიმა აღნიშნა,  ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადებებმა ევროკავშირს „სამხედრო შეფერილობა“ მისცა. “ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადება ადასტურებს ევროპული სახელმწიფოების ზოგად დამოკიდებულებას მილიტარიზაციის, დაძაბულობის ესკალაციის, დაპირისპირებისა და მათ საგარეო პოლიტიკაში კონფრონტაციის მეთოდებზე დაყრდნობისადმი“, – განაცხადა  პესკოვმა მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისთვის, წევრი ქვეყნების ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით „გამორიცხავს დიალოგისა და რუსეთის შეშფოთების…

მეტი...

“ე.წ. ბას ლაინზე” მოტოციკლეტების და მოპედების გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში ( BUS LINE) მოტოციკლეტების და მოპედების გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი განიხილა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო წესით მომზადებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მოტოციკლეტების და მოპედების ე.წ.ბას ლაინზე გადაადგილების შემდეგ საგზაო შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა. რაც შეეხება…

მეტი...

პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხვალ განიხილავს

19 ივლისს, პარლამენტი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება. ამნისტია არ შეეხება: – მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით…

მეტი...

გორში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართა

ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი, გასვლითი სამუშაო შეხვედრა, გორში გაიმართა.შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული 107 პირის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დასადგენად, კომისიამ, მუშაობა, 16 ივლისს დაიწყო და 3 დღეს გასტანა. შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანისა და ვეტერანის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია. ასევე, იმ…

მეტი...

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ზოგიერთი საკითხის გამო, მას ამ არჩევნებზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის ნაკლებობა „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ გარიგებებთან დაკავშირებით. ასევე, 16 ივლისს ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს  რობერტა მეცოლა.

მეტი...