“ამისთვის ციხეში უნდა წახვიდეთ და არა ევროკომისიაში“- ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს

ევროპარლამენტის სესიაზე, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს ახალი ვადით ირჩევდნენ, პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა ფონ დერ ლაიენს მიმართა და განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის გატარებულმა პოლიტიკამ ევროპა გააღარიბა. ევროპარლამენტარის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო ციხეში უნდა იყოს.

„ქალბატონო ურსულა, დროა, ვინმემ პირდაპირ გითხრათ, რას ფიქრობს თქვენზე ევროპელთა დიდი უმრავლესობა. ევროკომისიის პრეზიდენტად თქვენი არჩევა წინა ვადისას იყო დიდი შეცდომა და ზოგისთვის ეს დღემდე თავის ტკივილია. თქვენ ხართ ევროპული მწვანე შეთანხმების სახე, რომელიც ანადგურებს ევროპის ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობას, რამაც ევროპა ეკონომიკურ ქვესკნელამდე მიიყვანა. თქვენ ხართ ევროპის კლიმატური სიგიჟის სახე, რამაც ჩვენ, ევროპელები, უფრო და უფრო ღარიბები გაგვხადა. დაბოლოს, თქვენ ხართ მიგრაციის პაქტის სახე და მე მოგმართავთ, როგორც ქალი ქალს, როგორც დედა დედას, როგორ არ გრცხვენიათ ისეთი რაღაცის წახალისების, როგორიც არის მიგრაციის პაქტი, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში მილიონობით ქალი და ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავიანთი ქალაქების ქუჩებში. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა გაუპატიურებაზე, ყოველ თავდასხმაზე, ყოველგვარ ტრაგედიაზე, რომელიც გამოწვეულია არალეგალური მიგრანტების შემოდინებით, რადგან სწორედ თქვენ იწვევთ ხალხს ევროპაში. რასაც აკეთებთ, ამისთვის ციხეში უნდა წახვიდეთ და არა ევროკომისიაში“, – განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა.

ევროპარლამენტარმა პოლონეთის სახელითაც მიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენს.

„ჩვენ გვინდა თავისუფალი და სუვერენული ერების ევროპა და არა – ავადმყოფური, მემარცხენე იდეოლოგია. და პოლონეთისგან: ხელები შორს ყველა ჯარისკაცისგან, ვინც ამ წუთში ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს იცავს“, – მიმართა პოლონელმა ევროპარლამენტარმა ურსულა ფონ დერ ლაიენს.

 

მსგავსი თემები