გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობასა და მეფეს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის რუსეთთან ომში.
მან ასევე, მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზ III-ს და მთელ სამეფო ოჯახს უკრაინელი ხალხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და დროებითი თავშესაფრებისთვისაც.