„ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები, ევროპაში მილიტარიზაციისა და დაპირისპირების განწყობაზე მიუთითებს“ – პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები, შექმნას „ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი“, ევროპაში მილიტარიზაციისა და დაპირისპირების განწყობაზე მიუთითებს.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი განცხადებით, ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ასახავს მის „ცვალებად პრიორიტეტებს“.

როგორც პესკოვიმა აღნიშნა,  ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადებებმა ევროკავშირს „სამხედრო შეფერილობა“ მისცა.

“ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადება ადასტურებს ევროპული სახელმწიფოების ზოგად დამოკიდებულებას მილიტარიზაციის, დაძაბულობის ესკალაციის, დაპირისპირებისა და მათ საგარეო პოლიტიკაში კონფრონტაციის მეთოდებზე დაყრდნობისადმი“, – განაცხადა  პესკოვმა

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისთვის, წევრი ქვეყნების ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით „გამორიცხავს დიალოგისა და რუსეთის შეშფოთების განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას“.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

 

მსგავსი თემები