ევრო 2024-ის გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი-მატჩამდე ერთი საათი დარჩა

დღეს, 14 ივლისს ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. დიდ ტურნირებზე ესპანეთმა ინგლისს მხოლოდ ერთხელ,  1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო – 1:0. აღსანიშნავია, რომ ესპანელებს ინგლისელები ევროპის ჩემპიონატებზე (4 მატჩი ჩაატარეს) არასდროს დაუმარცხებიათ.  

მეტი...

“ამერიკელები ვართ და ერთმანეთს ღირსეულად უნდა მოვექცეთ”- მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ამერიკელებს მოუწოდებს, პოლიტიკურად დაძაბული გარემოს მიუხედავად, ღირსეულად და პატივისცემით მოექცნენ ერთმანეთს. „ჩვენ, ყველანი ამერიკელები ვართ და ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოვექცეთ. ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს მწვავე პოლიტიკური დისკურსი და დებატები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პერსონალური და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ხალხის სამიზნე“- განაცხადა ჯონსონმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს შეტყობინება გაუგზავნა.    

მეტი...

ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

Wall Street Journal ინფორმაციით, ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მანქანას, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა, პენსილვანიის შტატში,  იმ ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული, სადაც ტრამპი თავის მხარდამჭერებს შეხვდა. ამერიკული მედიის ცნობით, იარაღი რომელიც თომას მეთიუ კრუკსმა გამოიყენა, მამამისის ნაყიდია.

მეტი...

“ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს“- მედია

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.  მედიის ინფორმაციით, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა. „უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“ – წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” მომავალი კაპიტანი და მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდება?!

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს. მისი თქმით, “კვარას” საქმე სრულიად განსხვავებულია. „მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე.  იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავზებული რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან…

მეტი...

პატრიარქის ნათლული კიდევ 1200-მდე ბავშვი გახდება

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მორიგი, რიგით 69-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს. პატრიარქის ნათლული კიდევ 1200-მდე ბავშვი გახდება. ნათლობის დასრულების შემდეგ, ილია მეორე ნათლულებს დალოცავს. პატრიარქის ინიციატივით საყოველთაო ნათლობა 2008 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის, ილია მეორეს 47 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

მეტი...

სროლა ღამის კლუბში – დაღუპულია ოთხი ადამიანი

ალაბამას ღამის კლუბში, სროლა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბირმინგემის პოლიცია ავრცელებს. ბირმინგემის ოფიცრის, ტრუმენ ფიცჯერალდის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. გამომძიებლები თვლიან, რომ დაჭრილებს, სულ მცირე ერთმა ადამიანმა ქუჩიდან ესროლა. მათივე თქმით, ღამის კლუბში მყოფი 2 ქალი და კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი კაცი კი საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.  

მეტი...

ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

„ბიბისის“ ინფორმაციით, როგორც მედია წერს, დაშავებულების ვინაობა ამ დრომდე არ საჯაროვდება. ისინი, საავადმყოფოში იმყოფებიან.დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლისას დაშავებული ორი პირის მდგომარეობა კრიტიკულია ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მომხდარის შედეგად ის დაიჭრა, ხოლო მიტინგის ერთი მონაწილე დაიღუპა.

მეტი...

“წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან”- ერდოღანი ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება

“კატეგორიულად ვგმობ მკვლელობის მცდელობას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. გულწრფელად ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს ბატონ ტრამპს, მის ოჯახსა და ახლობლებს” – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ  მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს გვერდით არიან. „მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა ჩრდილი არ მიიყენონ აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას. როგორც თურქეთი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს“- წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მეტი...

“დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე”- ტრამპი თავდასხმის შემდეგ

“მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან”– ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპი ამბობს, ბოროტებას არ მისცემენ გამარჯვების უფლებას. „ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ვიყოთ გაერთიანებული და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელების, დავრჩეთ ძლიერები და მტკიცეები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების უფლება. ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი. მოუთმენლად ველოდები ამ კვირაში ვისკონსინიდან საუბარს ჩვენს დიდ…

მეტი...

„ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობა ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული“- კრემლი

დონალდ ტრამპზე თავდასხმას კრემლში ამჟამინდელ ხელისუფლებას უკავშირებენ. პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  არ ფიქრობენ,  რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, თუმცა აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ატმოსფერო, რამაც თავდასხმა გამოიწვია. „ჩვენ არ გვჯერა, რომ ტრამპის ლიკვიდაციისა და მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. პესკოვის თქმით, პუტინს ტრამპთან დარეკვა გეგმაში არ აქვს.

მეტი...

სროლა ღამის კლუბში – დაღუპულია ოთხი ადამიანი

ალაბამას ღამის კლუბში, სროლა იყო. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბირმინგემის პოლიცია ავრცელებს. ბირმინგემის ოფიცრის, ტრუმენ ფიცჯერალდის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა. გამომძიებლები თვლიან, რომ დაჭრილებს, სულ მცირე ერთმა ადამიანმა ქუჩიდან ესროლა. მათივე თქმით, ღამის კლუბში მყოფი 2 ქალი და კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი კაცი კი საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.  

მეტი...

„მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს“- ღარიბაშვილი ტრამპზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ღარიბაშვილი მშვიდობას უსურვებს ამერიკას, ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს. „ღრმად შეშფოთებული ვარ ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“ – წერს ღარიბაშვილი.  

მეტი...

„სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

„ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“ – ამის შესახებ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. „ჩინეთი თვალს ადევნებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიტინგზე სროლის ინციდენტს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა თანაგრძნობა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს“- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს“- ფიცო მასზე და ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმაზე

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცო ამბობს, რომ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს ჰგავს. „სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“- წერს რობერტ ფიცო.  

მეტი...

როგორ უკრავს ხატია ბუნიათიშვილის შვილი (video)

ხატია ბუნიათიშვილის შვილი, პატარა შარლოტა პიანინოზე უკრავს როიალზე. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.    

მეტი...

“შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება”- კახა კალაძე ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება

„გამაოგნებელია საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება-სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას“- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი. “გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება. თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო,…

მეტი...

დონალდ ტრამპზე თავდასხმას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება

„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით“- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. „პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს” – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.    

მეტი...

დაიღუპა 90 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი – რას ამბობენ ისრაელის მთავრობაში

ისრაელის ჯარების მიერ ალ-მავასის ბანაკზე იერიში მიიტანის, შედეგად, სულ მცირე, 90 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 300-ზე მეტია, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათი სამიზნე “ჰამასის” სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი იყო, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ მისი განეიტრალება შეძლეს. “ისრაელის სახელმწიფომ, ისრაელის არმიისა და უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით, დაარტყა ღაზას სექტორს, მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის რაფა სალამას . არ არის ცნობილი, დაიღუპა თუ არა ორივე. თუ ჩვენ დავიცავთ პრინციპებს, მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც არამარტო გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს, არამედ მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ომი გამარჯვებამდე. მე ოდნავადაც არ გადავხრილვარ იმ ჩარჩოდან, რაც…

მეტი...

იტალიაში სუპერმარკეტში ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიაში სუპერმარკეტიდან საკვები პროდუქტისა და წვრილმანი ნივთების ქურდობისთვის ორი ქართველი კაცი დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულები 30 და 33 წლისები არიან. იტალიური მედია წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა პროდუქტების ზურგჩანთით გატანა გადაუხდელად სცადა, მეორემ კი პროდუქტები მაისურის ქვეშ დამალა. მოპარულ ნივთებს შორის პროდუქტებთან ერთად ორი უკაბელო ყურსასმენი, კბილის ჯაგრისები და სხვა ჰიგიენური საშუალებები იყო. საერთო ჯამში ნივთების ღირებულება დაახლოებით 600 ევროა.

მეტი...

ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელსაც პენსილვანიის შტატში საარჩევნო მიტინგზე ესროლეს. საუბრის შინაარს თეთრი სახლი ავრეცელბს. ბაიდენი ასევე ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს და ქალაქ ბატლერის მერს, სადაც ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა. „დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ, დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პირებისგან“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელსაც „სიენენი“ ავრცელებს.

მეტი...

„ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც დონალდ ტრამპის სიცოცხლე კინაღამ იმსხვერპლა“- პაპუაშვილი

„პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს, იმედი მაქვს, დონალდ ტრამპზე თავდასხმის საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს ძალადობა“- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი ამბობს, რომ მომხდარით შეშფოთებულია. „ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე კინაღამ იმსხვერპლა. პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა. პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით…

მეტი...

“გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის”- ირაკლი კობახიძე

„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის, XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს“- ასე ეხმაურება, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპზე თავდასხმას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს“ – აღნიშნულია განცხადებაში.   “შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით”- პრემიერი

მეტი...

“შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პენსილვანიში დონალად ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფაქტით შოკირებულია. „შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “X”-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. “ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით…

მეტი...

მსოფლიო ლიდერები ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან

მსოფლიო ლიდერები პენსილვანიში დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან და მომხდარს გმობენ. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის და დონალდ ტრამპს გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მომსწრენი არიან  პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტების. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, “შეძრწუნებულია შეხვედრის შოკისმომგვრელი სცენებით”. „პოლიტიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ადგილი ჩვენს საზოგადოებებში არ არის“ – განაცხადა პრემიერმა. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონი ამბობს, რომ, მღელვარებით ადევნებს თვალს სიახლეებს პენსილვანიიდან. მან დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „საარჩევნო კამპანიის მომდევნო თვეებში…

მეტი...

პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმა დონალდ ტრამპის  მკვლელობის მცდელობა შეფასდა

„პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო“– ამის შესახებ, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა, კევი როჯეკმა ცოტა ხნის წინ პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს, საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ არის აქტიური დანაშაულის ადგილი“, – განაცხადა როჯეკმა. როჯეკის ინფორმაციით, ადაამიანს რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა და მისი იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. ასევე, ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი.

მეტი...

„მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის“- ბაიდენი

„მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის“- ამ სიტყვებით გამოეხმაურა  აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარ სროლას. როგორც ბაიდენი აცხადებს, ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. „მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც მიტინგზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ,…

მეტი...

ტრამპი სახის არეში დაიჭრა-თავდამსხმელი განეიტრალებულია

„სიენენის“ ინფორმაციით,  ადამიანი, რომელმაც  პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. ინფორმაციას გამოცემა სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. როგორც ბატლერის ოლქის პროკურორი რიჩარდ გოლდინგერი აცხადებს, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია. პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი სახის არეში დაშავდა. დონალდ ტრამპს ესროლეს

მეტი...

დონალდ ტრამპს ესროლეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში” მოხვდა. საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.

მეტი...