„სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს“- ფიცო მასზე და ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმაზე

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცო ამბობს, რომ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს ჰგავს.

„სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“- წერს რობერტ ფიცო.

 

მსგავსი თემები