პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმა დონალდ ტრამპის  მკვლელობის მცდელობა შეფასდა

„პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო“– ამის შესახებ, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა, კევი როჯეკმა ცოტა ხნის წინ პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს, საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ არის აქტიური დანაშაულის ადგილი“, – განაცხადა როჯეკმა.

როჯეკის ინფორმაციით, ადაამიანს რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა და მისი იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. ასევე, ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი.

მსგავსი თემები