მსოფლიო ლიდერები ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან

მსოფლიო ლიდერები პენსილვანიში დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურებიან და მომხდარს გმობენ. ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის და დონალდ ტრამპს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მომსწრენი არიან  პოლიტიკოსების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტების.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, “შეძრწუნებულია შეხვედრის შოკისმომგვრელი სცენებით”.

„პოლიტიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის ადგილი ჩვენს საზოგადოებებში არ არის“ – განაცხადა პრემიერმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონი ამბობს, რომ, მღელვარებით ადევნებს თვალს სიახლეებს პენსილვანიიდან. მან დონალდ ტრამპს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „საარჩევნო კამპანიის მომდევნო თვეებში დიალოგი და პასუხისმგებლობა სძლევს სიძულვილსა და ძალადობას“.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდაც.

”მტკიცედ უნდა დავდგეთ ძალადობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, რომელიც დემოკრატიას გამოწვევას უქმნის“- აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე შოკირებული არიან დონალდ ტრამპზე აშკარა თავდასხმით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს და ამბობს, რომ პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში.

მომხდარს საშინელი თავდასხმა უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და აღნიშნა, რომ ძალადობა მიუღებელია.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გმობს დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლას. ის მოხარულია, რომ ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა.

მსგავსი თემები