„პუტინზე თავდასხმის მცდელობა იყო“- უკრაინის დაზვერვა

„პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი“-  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პუტინი დიდი ხანია, აღარ არის კომპრომისული ფიგურა მისი წრისთვის და დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც ადრე სხვა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დროს ჰქონდათ. „მცდელობები იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

შიდა ქართლში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

მდინარე მტკვარში ახალგარზდა კაცს ეძებენ. წყლის დინებამ 30 წლამდე კაცი რამდენიმე საათის წინ, სოფელ ქვახვრელთან გაიტაცა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.

მეტი...

მამაკაცს, რომელიც ქალებს სასტიკად უსწორდებოდა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კანადის პროვინცია მანიტობაში, მამაკაცი, რომელიც ოთხი ადგილობრივი ქალის სიცოცხლის მოსპობაში იყო ბრალდებული სასამართლომ პირველი ხარიხის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. “ამისთვის ამდენი ხანი ვიბრძოდით. მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა”- განაცხადა ერთ-ერთი მსხვერპლის დამ. 37 წლის ჯერემი სკიბიცკის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ის არ არის კრიმინალი და მამაკაცი შიზოფრენიით არის დაავადებული. პროკურორების მტკიცებით კიმან დანაშაული რასობრივი მოტივით ჩაიდინა და აღნიშნა, რომ ჯერემი სკიბიცკის ფსიქიკური დაავადების შესახებ დიაგნოზი ოფიციალურად დასმული არ აქვს.    

მეტი...

„ჩეხეთი უკრაინას წლის ბოლომდე 100 000-მდე ჭურვს გადასცემს“ – პაველი

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინას სექტემბრიდან წლის ბოლომდე 80 000-100 000 ჭურვს გადასცემენ. პოლიტიკოსის განცხადებით, მათი მიზანი უკრაინისთვის 500 ათასი ჭურვის მიწოდებაა. 50 000 ჭურვს უკრაინა ივლისსა და აგვისტოში მიიღებს, საბრძოლო იარაღის მეორე ნაწილი კი სექტემბერში გაიგზავნება. პაველის განმარტებით, დასავლეთმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ მიაღწევენ. რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდამდე ასე უნდა მიიყვანონ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარალელურად უკრაინას უნდა მიაწოდონ ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად არასდროს უნდა აღიაროს. შეგახსენებთ, რომ ჭურვები ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კომპონენტია.

მეტი...

რუსეთმა ხერსონის რაიონი დაბომბა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

რუსეთმა ხერსონის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა,  22 კი დაშავდა. თავდაპირველად, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდ პროკუდინმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა. პროკუდინმა 41 წლის მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურა და მის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. „სამწუხაროდ, რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები მოკლა. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა დარივსკის თემი დაბომბეს. 41 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ახლობლებს.” – დაწერა პროკუდინმა. მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა და ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაღუპულის და 22 დაშავებულის შესახებ.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”- აღნიშნულია განცხადებში. უწყებაში აცახდებენ, რომ ამოქემდებულია ყველა არსებული მექანიზმი. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ…

მეტი...

“სირიაში ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ერაყის ჩრდილოეთით და სირიაში ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება. „ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ჩრდილოეთ ერაყში ტერიტორიის ბლოკირებას და დავასრულებთ თურქეთის სამხრეთით მდებარე საზღვრის გასწვრივ, სირიასთან, უსაფრთხო სარტყლის უზრუნველსაყოფად არსებული დანაკლისის შევსებას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მეტი...

ბოლნისის რაიონში ხორბლის სავარგულები დაიწვა

ბოლნისის რაიონში ხორბლის სავარგულები დაიწვა.  ამ დროისთვის ზარალის ოდენობა და დამატებითი დეტალები უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

მეტი...

მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა-დაღუპულია ეკიპაჟი

მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ეკიპაჟი. ინფორმაციას “რია ნოვოსტი“ ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ეს მგზავრების გარეშე პირველი რეისი იყო. თვითმფრინავი ერთ-ერთ სამოქალაქო ავიაკომპანიას ეკუთვნის.  

მეტი...

“ოცნებამ პრაქტიკულად შეგვაგდო გალიაში მტაცებელთან”- სააკაშვილი

„ბრიუსელმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის კატასტროფა პირველ რიგში თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის“ – ამის შესახებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ამ „გალიიდან“ გაქცევაა 26 ოქტომბერს. “ოცნებამ” პრაქტიკულად შეგვაგდო გალიაში მტაცებელთან, ყოველგვარი ზედამხედველების გარეშე. ჯერჯერობით მტაცებლის ყურადღება სხვაგანაა გადატანილი, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენთვის მოიცალოს და გადაგვსანსლოს, ისე რომ მომკითხავიც არავინ იქნება. ერთადერთი გამოსავალი ამ გალიიდან გაქცევაა 26 ოქტომბერს”- წერს სააკაშვილი.

მეტი...

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, რადგან მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან”– ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უზრა ზეიას გადაწყვეტილება უცნაურია. „მე არ მიმიღია მის ვიზიტში მონაწილეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ის პრობლემები თუ არსებობს, რაც მან თქვა საქართველოსთან მიმართებით, მაშინ სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან. ეს ნამდვილად იყო ისეთი უცნაურობა, რომლის გამოც ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან…

მეტი...

ბაიდენმა ვოლოდიმერ ზელენსკი „პრეზიდენტ პუტინად“ მოიხსენია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას უწოდა შეცდომა. როგორც ზელენსკიმ არნიშნა, ამ შეცდომის  დავიწყებაც შეიძლება. „ეს შეცდომაა. ვფიქრობ, რომ აშშ-მა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს. ჩვენ შეგვიძლია, დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა, ასე ვფიქრობ“-  განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, საიმონ ჰარისთან შეხვედრისას.  

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. მას აეროპორტში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, საიმონ ჰარისი დახვდა. „პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ირლანდიას უამრავი უკრაინელი ლტოლვილის მასპინძლობისთვის, თქვენ რუსეთის შემოჭრის დაწყებიდანვე ჩვენს გვერდით ხართ“- განუცხადა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიის პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.  

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 15 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების გამო, ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ივლისის, 01:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება…

მეტი...

გერმანიაში სტიქიას ებრძვიან

„დოიჩე ველეს“  ინფორმაციით, გერმანიაში, ბავარიის რეგიონში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. ამავე ინფორმაციით, ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაიტბორა სარდაფები, სახლები, ქუჩები. სტიქიამ მოგლიჯა ხეები, რამაც ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ბავარიის ზოგიერთ რეგიონში სეტყვის ფენები 30 სანტიმეტრს აღწევდა. სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.  

მეტი...

ტაძარში შორტებით შესვლის გამო მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა. დეკანოზი სამების საკათედრო ტაძარში მოძღვარსა და ქართველი ემიგრანტის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, ამბობს რომ ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება. მისივე თქმით, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი ნანობს და შენდობას ითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით. „ახლა სადღესასწაულო დღეები და ვერ მოხერხდა ზნეობრივი კომისიის მოწვევა. საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება ზნეობრივი კომისიის სხდომა, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს თუ რა მოხდა. კადრს მიღმაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამ…

მეტი...

“ნახვამდის, საქართველო!“- აზრა ზეია

“ნახვამდის, საქართველო! აშშ ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება” – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს. ეზრა ზეია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. „ნახვამდის, საქართველო! დიდი მადლობა ელჩ დანიგანსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დინამიურ გუნდს შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ვიზიტისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო დემოკრატიული და ევროატლანტიკური ღირებულებების მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება“- წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე X-ზე.

მეტი...

ღაზაში ისრაელის მიერ თავდასხმას 71 ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 300-ზე მეტი პირი. თავდასხმა ქალაქ ხან იუნისზე მოხდა, სადაც დევნილთა კარვებია გაშლილი. ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ,რომ მათი სამიზნე იყო„ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მოჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე. ​ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა შორის დეიფი და სალამე.  

მეტი...

„მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას“-კობახიძე

„მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს თუშეთში, ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თითოეული პუნქტი იქნა განხილული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ამ თვალსაზრისით ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ მაჩვენებელს. „ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები” – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი საქართველოში ანტიდემოკრატიული ცვლილებასთან დაკავშირებით“- პრემიერი უზრა ზეიასთან შეხვედრაზე

“მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში” – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თუშეთში, ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით,  მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრა გუშინ. განვიხილეთ ყველა საკითხი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი კონკრეტული პუნქტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ანტიდემოკრატიული ცვლილება განხორციელდა საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. მქონდა კითხვები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ, იყო ზოგადო შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას,  როდესაც გვქონდა შეხვედრა და იმედია, რომ თანდათანობით, ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“ – განაცხადა პრემიერმა. “დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი“- კობახიძე

მეტი...

“სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს”- პრემიერი

„ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარ აქტზე“, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. „ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

მეტი...

“დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი“- კობახიძე

“რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური”- ამის შესახებ, მთავრობის მეთაურმა თუშეთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში, რაც უპრინციპობის გამოვლინებაა. „რეალური მოცემულობა, დაახლოებით 1 თვის წინ იყო ასეთი, რაც ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს…

მეტი...

“მჯერა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს გაჯანსაღებას”- ირაკლი კობახიძე 

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები დაიწყებს თვისებრივად გაჯანსაღებას” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა. „ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაზეც, მე შეხვედრაზეც მქონდა საუბარი. ასეთი გადაწყვეტილებები არ წაადგება ურთიერთობების გაჯანსაღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 3-4 წლის მანძილზე საქართველოში ისეთი სახით განვითარდა პროცესები, რომ თვისებრივად შეიქმნა გარკვეული სირთულეები ურთიერთობებში, ამ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება. ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა ეს…

მეტი...

„განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება“ არ იქნებოდა ხელისუფლებაში“- კალაძე

„საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა“- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ მიზნებში. კახა კალაძე ამბობს, რომ  არ არსებობს ფაქტები, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის. „რაც არ უნდა აკეთონ ეს განცხადებები, არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, ან ქვეყანაში მიდის არადემოკრატიული პროცესები. უბრალოდ, არ…

მეტი...

„არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით“- კახა კალაძე ეზრა ზეიას გზავნილებზე

არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს მთავრობას ქვეყნის კურსის შესწორებისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის…

მეტი...

“ძალიან საშიში ადამიანები არიან”- კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული. როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის. „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები? ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ – ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს. ერთნი არიან – რადიკალების დიდი დაჯგუფება. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, ზუსტად ეს ადამიანები არიან…

მეტი...

SHAREs პროექტის ფარგლებში პოლიტიკის შემმუშავებელთა ბოლო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 12 ივლისს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა ბოლო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების, აგრეთვე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისათვის საჭირო საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები. შეხვედრაზე SHAREs პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის შედეგები და განხორციელებული აქტივობები, პროექტის ფარგლებში საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების საპილოტე პროექტები და ენერგეტიკული გართიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი. შეხვედრაზე ასევე მოეწყო დისკუსია საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების…

მეტი...

“ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს“- ჯონ კირბი

“ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ” – ამის შესახებ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი, ჯონ კირბი, გამოცემა Globalnews-თან ინტერვიუში ისაუბრა. კირბი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო და ამბობს, სწორედ აღნიშნული კანონმდებლობა გახდა მიზეზე  საქართველოსთან ურთიერთობის გადაფასების. „პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რითაც ეს კანონმდებლობა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. მეტიც, ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ეს საკითხი. ეს სერიოზული ვითარებაა, რომელმაც მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი…

მეტი...

„ჩინეთი და რუსეთი რთულ პერიოდში მუდმივად გვერდში გვიდგანან“- ირანის პრეზიდენტი

„აშშ-მა უნდა გააცნობიეროს რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანს არ ექნება რეაგირება ზეწოლაზე, გაიგოს, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა. გარდა ამისა, ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და რუსეთთან მეგობრობას. „ჩინეთი და რუსეთი რთულ პერიოდში მუდმივად გვერდში გვიდგანან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მეგობრობას. რუსეთი ირანის ღირებული სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, ჩემი ადმინისტრაცია დარჩება ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ერთგული. ირანელმა ხალხმა მანდო ძლიერი მანდატი, რათა განვაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე და დაჟინებით მოვითხოვო ჩვენი უფლებების დაცვა, ღირსება და დამსახურებული როლი…

მეტი...

„ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი“- ბაიდენი

“ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დეტროიტში განაცხადა. ბაიდენი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს. “ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა რბოლაში დარჩენას? ის აუცილებლად წავა. აი ჩემი პასუხი – მე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის შეცვლას არ ვაპირებ. მე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვარ. ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – აღნიშნა ბაიდენმა.

მეტი...

როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას როსტოვის, ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ავრცელებს. „დაახლოებით, 04:00 საათზე, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა“ – წერს ვასილი გოლუბევი „ტელეგრამის“ არხზე.

მეტი...

ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

პენტაგონის პრესმდივანის ინფორმაციით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა. ამავე ცნობით, სატელეფონო საუბრისას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. რუსეთის თავდაცვა კი ამბობს, რომ მხარეებმა ესკალაციის რისკების შემცირების საკითხი განიხილეს.

მეტი...

დონეცკში რუსეთის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

6 დაღუპული და 19 დაშავებული – რუსეთის სამხედრო ძალები გუშინ დონეცკის ოლქს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური ავრცელებს. კერძოდ, რუსებმა კრამატორსკის ოლქის, ქალაქ ლიმანში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები და მინიმუმ ერთი კერძო მანქანა. პოკროვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი. სულ მცირე 2 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა ქალაქ კოსტიანტინივკაში ინტენსიური დაბომბვისა და ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. სამაშველო სამუშაოების დროს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 2 ცხედარი ამოიყვანეს.

მეტი...

ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს

„ტესლას“ დამფუძნებელმა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა თანხა შესწირა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე მუშაობს. ინფორმაციას, ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სტატიაში არ არის მითითებული, რა თანხაზეა საუბარი, თუმცა გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს სოლიდური თანხაა. მანამდე, მასკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ მისცემდა თანხას.  

მეტი...

ნიგერიაში სკოლა ჩამოინგრა – დაიღუპა 22 ბავშვი

ნიგერიაში სკოლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 22 ბავშვი დაიღუპა, 130-ზე მეტი კი დაშავდა.  ამის შესახებ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სკოლის შენობა, სადაც 1 000 მოსწავლე სწავლობდა, დილით ჩამოინგრა და მოსწავლეები კლასში იმყოფებოდნენ. ბევრი მათგანი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება. „ბიბისი“ წერს, რომ სკოლის დანგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, სავარაუდო მიზეზი სამდღიანი ძლიერი წვიმა გახდა.  

მეტი...