„პუტინზე თავდასხმის მცდელობა იყო“- უკრაინის დაზვერვა

„პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი“-  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პუტინი დიდი ხანია, აღარ არის კომპრომისული ფიგურა მისი წრისთვის და დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც ადრე სხვა დიქტატორის, იოსებ სტალინის გარდაცვალების დროს ჰქონდათ.

„მცდელობები იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები