იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც უცნაურია, რადგან მისი დასახელებული პრობლემები თუ არსებობს ქვეყანაში, სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან”– ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ უზრა ზეიას გადაწყვეტილება უცნაურია.

„მე არ მიმიღია მის ვიზიტში მონაწილეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ქალ დეპუტატებს შეხვდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რადგან ის პრობლემები თუ არსებობს, რაც მან თქვა საქართველოსთან მიმართებით, მაშინ სქესის მიხედვით შეხვედრა არაფერ შუაშია პოლიტიკოსებთან. ეს ნამდვილად იყო ისეთი უცნაურობა, რომლის გამოც ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ახსნა არ მაქვს. არ ვიცი, დანარჩენთან დაკავშირებით რამდენად ზუსტად არის ყველაფერი. ის პრობლემები დაასახელა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ვიცით ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ მეგობრების დაკარგვა არაფრად მიაჩნია. მთავარი ხომ გამოსავალია და ვერ გეტყვით, ზოგადად, გამოსავლის ძიების ნაწილში ეს ვიზიტი რამდენად იქნება ეფექტური“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

 

მსგავსი თემები