„ჩეხეთი უკრაინას წლის ბოლომდე 100 000-მდე ჭურვს გადასცემს“ – პაველი

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინას სექტემბრიდან წლის ბოლომდე 80 000-100 000 ჭურვს გადასცემენ. პოლიტიკოსის განცხადებით, მათი მიზანი უკრაინისთვის 500 ათასი ჭურვის მიწოდებაა. 50 000 ჭურვს უკრაინა ივლისსა და აგვისტოში მიიღებს, საბრძოლო იარაღის მეორე ნაწილი კი სექტემბერში გაიგზავნება.

პაველის განმარტებით, დასავლეთმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ მიაღწევენ. რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდამდე ასე უნდა მიიყვანონ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარალელურად უკრაინას უნდა მიაწოდონ ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად არასდროს უნდა აღიაროს.

შეგახსენებთ, რომ ჭურვები ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კომპონენტია.

მსგავსი თემები