რუსეთმა ხერსონის რაიონი დაბომბა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

რუსეთმა ხერსონის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა,  22 კი დაშავდა. თავდაპირველად, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდ პროკუდინმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა. პროკუდინმა 41 წლის მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურა და მის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„სამწუხაროდ, რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები მოკლა. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა დარივსკის თემი დაბომბეს. 41 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ახლობლებს.” – დაწერა პროკუდინმა.

მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა და ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაღუპულის და 22 დაშავებულის შესახებ.

მსგავსი თემები