„ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი“- ბაიდენი

“ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დეტროიტში განაცხადა. ბაიდენი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

“ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ბოლო დროს ბევრი სპეკულაცია იყო. რას აპირებს ჯო ბაიდენი? აპირებს თუ არა რბოლაში დარჩენას? ის აუცილებლად წავა. აი ჩემი პასუხი – მე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის შეცვლას არ ვაპირებ. მე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვარ. ვაპირებ, კიდევ ერთხელ დავამარცხო ტრამპი, რომელიც ამ ერისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი თემები