გერმანიაში სტიქიას ებრძვიან

„დოიჩე ველეს“  ინფორმაციით, გერმანიაში, ბავარიის რეგიონში ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. ამავე ინფორმაციით, ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად დაიტბორა სარდაფები, სახლები, ქუჩები. სტიქიამ მოგლიჯა ხეები, რამაც ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ბავარიის ზოგიერთ რეგიონში სეტყვის ფენები 30 სანტიმეტრს აღწევდა.

სტიქიის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

მსგავსი თემები