“ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს“- ჯონ კირბი

“ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ” – ამის შესახებ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი, ჯონ კირბი, გამოცემა Globalnews-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კირბი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო და ამბობს, სწორედ აღნიშნული კანონმდებლობა გახდა მიზეზე  საქართველოსთან ურთიერთობის გადაფასების.

„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რითაც ეს კანონმდებლობა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. მეტიც, ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ეს საკითხი. ეს სერიოზული ვითარებაა, რომელმაც მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი მხარე საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ურთიერთობის სერიოზულ გადაფასებაზე მუშაობს. რაც აქვე დავსძენ, რომ ძალიან სამწუხაროა“- ამბობს ჯონ კირბი.

 

მსგავსი თემები