,,ეს არის დემარში, რაც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობაზე” – გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე

,,ფრანგული თანადგომა გვახსოვს, თუმცა კრედიტი მახსოვს და არა პირდაპირი დახმარება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად. მისი თქმით, საფრანგეთის მხრიდან, რომელმაც გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ასეთი ქმედებები არასწორია. „ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დემარში, რომელიც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობის შესახებ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ნებისმიერს, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას. ამ ქვეყნის წარმომადგენელი რომ დღეს მუშტებს გვიქნევს არასწორია და აქედან გამომდინარეობს ეს ეჭვები, ომის ქარცეცხლში საქართველოს შეყვანის წინაპირობა ხომ…

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო” – პაპუაშვილი

,,როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა. „ქართულმა ჯარმა პარტნიორებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელ წერტილში. მაშინ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით, ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ, ავღანეთში თავისი შემდგენლობით იყო მეოთხე და ასრულებდნენ ურთულეს…

მეტი...

,,რუსეთმა როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყო, ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა” – შალვა პაპუაშვილი

,,ინფორმაცია, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები და „ენჯეოები“ უკრაინაში მობილიზაციისგან თავისუფლდებიან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა კრიტიკული საწარმოს, თუ ინფრასტრუქტურის მომსახურე პერსონალი არ არის გათავისუფლებული მობილიზაციისგან, ეს იქ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, ქართველი ხალხი იხსენებს იმ სიტყვებს ბომბების წვიმასთან და შესაძლებლობების ფანჯარასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ. „ვნახე მეც ეს ინფორმაცია. მგონი, ყველა ქართველის პირველი რეაქცია იყო და გაგვახსენდა ყოფილი სახალხო დამცველის სიტყვები, რომ ბომბების წვიმა ურჩევნიათ მშვიდობას…

მეტი...

,,ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა” – შალვა პაპუაშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე

,,ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საქართველოს მოკავშირეების გარეშე დარჩენის სავარაუდო საფრთხეს შეეხებოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სიცრუეა თითქოს ქვეყანა მოკავშირეების გარეშე რჩება. „საქართველოს სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა. რა თქმა უნდა საქართველო აპირებს, რომ ამ მხრივ იყოს ნაწილი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემისა, ეს ერთი. და მეორე, ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმით, რომ საქართველოში შენარჩუნებულია უსაფრთხოება და მშვიდობა. აქ რომ ომი ატეხილიყო, რაც უნდოდა ჩვენს ოპოზიციას და ენჯეოების ნაწილს, აქ რომ ომი ატეხილიყო საქართველო…

მეტი...

,,ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

ონლაინ კაზინო ,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფიცულია 4621 თანამშრომელი. ,,გაფიცვა შედგა, მაგიდების ძალიან დიდი ნაწილი გაჩერებულია. მაგიდებზე დღეს მუშაობს ტოპ მენეჯმენტი, უბრალოდ ფორმები გადააცვეს და სხედან და მუშაობენ, მე არ ვიცი რამდენი ხანს გაძლებენ, სავარაუდოდ დიდხანს ვერ გაძლებენ. დასაქმებულების მოთხოვნაა ხელფასების გაზრდა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ ბულინგში, სექსისტური განცხადებებში, რასიზმში, დისკრედიტაციაში მხილებული მენეჯმენტის, ასეთი რამდენიმე ადამიანია, უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია რაიმე სახის ფორმით მოხდეს შეთანხმება”, – თქვა პროფკავშირის წარმომადგენელმა. კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაცია უშედეგოდ დასრულდა.

მეტი...

,,ქართული ოცნება” საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს” – კუბილიუსი

,,ქართული ოცნება” საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს”, – წერს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი. ,,ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შემოიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველებს შეუძლიათ ხმა მისცენ ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ და დააბრუნონ თავიანთი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარჩეს ერთიანი და ერთგული ქართული ქარტიის მიმართ”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

დაღუპული არასრულწლოვანი ბსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობდა – ახალი დეტალები

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სადაც დღეს მშენებლობიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. 17 წლის ბიჭი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია ,,ალიგატორი 1″ აწარმოებდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ მოზარდს ფეხი დაუცურდა და სახურავიდან ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდათ. იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მეტი...

,,დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით ამნისტია დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება, საერთო ჯამში კი ეს კანონი პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ მესამედს მოიცავს” – შალვა პაპუაშვილი

,,რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგად, გუშინ იყო წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი, პრემიერმა საკუთარი ანგარიშის დროს გაიმეორა ის, რაც მან პრემიერის პოსტზე არჩევის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, საქართველოში პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და ამით ჩვენ გარკვეულწილად ევროპის სტანდარტზე ჩამოვიდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საერთო ჯამში, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება ამნისტია დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით. „ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით ერთი მესამედით დაიწიოს პატიმრების რაოდენობამ. ამ ამნისტიით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ. დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება ამნისტია დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით, საერთო ჯამში კი შეეხება პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ…

მეტი...

ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა, იმ პირობებში, როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ამოქმედებულია და შეუშლის თუ არა ის ხელს არჩევნებზე დაკვირვების პროცესს. დღესვე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძესაც შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილეს დაგეგმილი აქვს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

მეტი...

,,ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ჩვენს წუხილებს სათანადოდ უპასუხონ” – შალვა პაპუაშვილი

,,ჩვენი წუხილები ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილი არის და სხვადასხვა ფორმატში გვაქვს გაჟღერებული, თუ რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხონ, მათ შორის, როცა ვსაუბრობთ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესსა თუ სენატში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე საუბრისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს თბილისთან ურთიერთობებში მცდარი გადაწყვეტილებები არაერთხელ დაუშვია. „რას იზამ, ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების მცდარი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, წეღან ვახსენე კიდევაც – აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, როდესაც ამერიკის…

მეტი...

უკრაინაში მებრძოლმა გოჩა ბერიძემ უკრაინული ეკლესიის ჯილდო და სახალხო გმირის წოდება მიიღო

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა, გოჩა ბერიძემ უკრაინული ეკლესიის ჯილდო და სახალხო გმირის წოდება მიიღო. ,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უკრაინულ მხარეს, ჩემთვის ამ ძვირფასი სტატუსის მონიჭებისთვის. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო უკრაინის სახალხო გმირი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ღირსეულად ვატარებ აღნიშნულ სტატუსს. ქედს ვიხრი უკრაინაში ბრძოლის წინა ხაზზე გმირულად დაცემული ქართველი მეომრების სახელების მიმართ, ასევე ქედს ვიხრი უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი თითოეული ქართველი მებრძოლის წინაშე, რომლებსაც ორი დღის შემდეგ შევუერთდები და გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლას ერთად”, – ამბობს გოჩა ბერიძე.

მეტი...

ბაიდენი ზელენსკის შეხვდა და დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

,,მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც”, – ასე მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დახმარების ახალ, 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ,,ვამაყობ, რომ დღეს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად ახალ პაკეტს ვაცხადებ. ეს არის მერვე პაკეტი, რომელსაც მე ვაცხადებ მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს მოეწერა ხელი”, – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ NATO-ში მის მოკავშირეებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ,,ამ ზაფხულს უკრაინამ F-16-ით იფრინოს”.

მეტი...

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა, გაიყვანოს ჯარები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ და რუსეთს მოსთხოვა, სასწრაფო გაიყვანოს ჯარები ატომური ელექტროსადგურიდან და დაუბრუნოს ის კიევის სრულ კონტროლს. ასამბლეამ, რომელიც მოიცავს 193 სახელმწიფოს, მხარი დაუჭირა რეზოლუციას 99 ხმით (მათ შორის საქართველომ), 9 წინააღმდეგი იყო ხოლო 60-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ჯარებმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავეს ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური. მას შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიას არ აწარმოებს, მაგრამ ის თავისთავად მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას ერთ-ერთი რეაქტორის გასაგრილებლად, რომელიც მთლიანად არ არის გამორთული…

მეტი...

ბაიდენმა ნატოს სამიტზე ზელენსკი შეცდომით მოიხსენია „პრეზიდენტ პუტინად“ (VIDEO)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით მოიხსენია ვლადიმირ პუტინად. „ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა რამდენიმე წამში გააცნობიერა თავისი შეცდომა: „ზელენსკი პრეზიდენტ პუტინს დაამარცხებს. პრეზიდენტი ზელენსკი. პუტინის დამარცხებაზე ვარ ორიენტირებული“, – აღნიშნა ბაიდენმა. ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა ბაიდენს და თქვა: „მე პუტინზე უკეთესი ვარ“. „თქვენ ბევრად უკეთესი ხართ“, – თქვა ბაიდენმა.

მეტი...

რუსეთი ცდილობდა მოეკლა გერმანული საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინას იარაღით ამარაგებს – CNN

,,რუსეთი ცდილობდა მოეკლა გერმანული საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინას იარაღით ამარაგებს”, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა CNN აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის გეგმა შეერთებული შტატებისა და გერმანიის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს. როგორც ტელეკომპანია ხუთ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, მოსკოვი გერმანული საწარმოს, Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. კრემლი დასავლური თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმას ამუშავდებდა, პაპეგერის მკვლელობის მცდელობა კი პირველ ეტაპზე გამოვლინდა. სტატიაში არაა ნახსენები, როგორ და რა მეთოდებით გეგმავდა კრემლი პაპერგერის მკვლელობას და არც ისაა ნათქვამი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამასთან კავშირში. CNN წერს, რომ ამერიკული სადაზვერვო სამსახურის მიერ ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების…

მეტი...

საბაგირო გზა ჩინეთის დიდ კედლამდე (ნაწილი 2)

ჩინეთის დიდი კედელი – ვიდეორეპორტაჟი (ნაწილი 1)

მეტი...

პუტინთან და სი ძინპინთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ორბანი ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა ფლორიდაში, მის რეზიდენციაში. ,,სამშვიდობო მისია 5.0 დიდი პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის აპირებს მის მოგვარებას!”, – დაწერა ორბანმა X-ზე. ტრამპი შეხვედრას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რაც შეიძლება მალე. ,,ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!”, – დაწერა ტრამპმა.  

მეტი...

სანქციები მკაცრდება! – მოქალაქე 1000-დან 100 000 ლარამდე დაჯარიმდება

უკანონო თევზჭერასა და ზღვის დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, ელექტროდენით, ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი, ასევე მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 320-იდან 400 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. აღნიშნული კანონი მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილება. საუბარია, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის…

მეტი...

თავი აარიდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 524 223 ლარის გადახდას – დაკავებულია ერთი ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან განზრახ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს – 1 524 223 ლარის ოდენობით”,- წერია უწყების განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე ვადით.

მეტი...

,,ზეიამ გუშინ ვიზიტი დაიწყო, რათა აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ “ოცნების” ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს” – ამერიკის საელჩო

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. სამოქალაქო სექტორის ნაწილთან შეხვედრა გუშინაც გაიმართა. ,,სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო, რათა ხაზგასმით აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ მმართველი პარტიის ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ასევე, აღენიშნა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ყველასთვის ფუნდამენტური თავისუფლებების მნიშვნელობა. ამასთანავე, მდივნის მოადგილე ზეიამ განმეორებით დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის პირველ დღეს მოადგილემ…

მეტი...

„სადაც NATO გამოჩნდება, არეულობა და ქაოსია“ – ჩინეთი ნატოს სამიტის დეკლარაციაზე  

ნატოს სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელიც რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და ჩინეთზეც არის საუბარი, ოფიციალური პეკინი კრიტიკას გამოხატავს. კერძოდ, დოკუმენტში გაკრიტიკებულია ჩინეთი და აღნიშნულია, რომ „ჩინეთი გახდა რუსეთის ომის გადამწყვეტი ძალა უკრაინის წინააღმდეგ“ და „ეს ზრდის რუსეთის საფრთხეს. ასევე, იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო გეგმავს პროგრამების დაწყებას ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჩინეთის შეკავებაში. ნატოს სამიტის დეკლარაციას ჩინეთში უპასუხეს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა აღნიშნა, ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არის საშინელი სტატია აზია-წყნარი ოკეანის შესახებ, ცივი ომის მენტალიტეტის პროდუქტი და სავსეა საომარი  რიტორიკით. „მკაცრად ვწუხვართ, ვეწინააღმდეგებით მას…

მეტი...

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას თავდაპირველად გამოცემა “აჭარათაიმსმა” გაავრცელა. შემთხვევა დღეს, 12 ივლისს, დილით მოხდა. გამოცემის ცნობით, 17 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

მეტი...

23-მა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ,,უკრაინის კომპაქტს”

ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე, ხელი მოეწერა ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერ დოკუმენტს ,,უკრაინის კომპაქტს”. მას ხელს აწერს 23 ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ,,დააჩქაროს კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”. ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: მხარი დაუჭირონ უკრაინის აქტუალურ საჭიროებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში დახმარება და წვრთნები, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის ინდუსტრიული და საჭირო ეკონომიკური მხარდაჭერია, ორმხრივი მუშაობისა და არსებული მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით; დააჩქარონ ძალისხმევა უკრაინის მომავალი შეიარაღებული ძალების შესაქმენლად, რომელიც ინარჩუნებს სანდო თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობებს;…

მეტი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს: „გთავაზობთ ფიზიკის, საბაზო პროფესიული უნარების, სომხური ენისა და მუსიკის გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი თაღლითების მიერ დაგზავნილ შეტყობინებებზე

ბოლო დროს, დაღლითური სქემების გააქტიურება შეინიშნება. უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს: „ფოსტის სახელით მოსულ სმს გზავნილები ისევ აქტუალურია, სამწუხაროდ. მიმდინარეობს თაღლითური კამპანია, რომლის დროსაც, SMS -ის საშუალებით მომხმარებლები იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა, საქართველოს ფოსტა ითხოვს მისამართის დაზუსტებას ამანათის ჩასაბარებლად. გზავნილზე აპელირება მაცდურია (ნახევარი საქართველო ონლაინ შოპინგობს, ან გზავნილს ელის ემიგრანტისგან), მაგრამ დააკვირდით ინდიკატორებს, რომლებიც მიგვანიშნებენ თაღლითობაზე: შეტყობინება მოსულია კერძო ნომრიდან, რაც, ჩვეულებრივ, არ ხდება ხოლმე. ტექსტის გაუმართაობა თვალშისაცემია. ასე ქართული ოფიციალური სტრუქტურა, უბრალოდ, ქართული ვისთვისაც მშობლიურია, არ წერს. ბმულის „არარესპექტაბელური“ სახე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს…

მეტი...

„მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით…

მეტი...

ცნობილია იმ ახალგაზრდას ვინაობა, რომელიც ნაკრების წევრებს ემუქრებოდა – ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე სასამართლომ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, ის ფეხბურთელებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სიძის არყოფნის გამო იყო უკმაყოფილო და ფეხბურთელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”,…

მეტი...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მოსახლეობის ნაწილი დააზარალა. ქარმა, მრავალწლოვანი ხეები და ელ. ენერგიის ბოძები მოგლიჯა, ასევე რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და მერიის შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული. მათ ხეებისგან ჩახერგილი გზები გაწმინდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზარალის დათვლა უახლოეს საათებში დაიწყება.

მეტი...

დღეს პეტრე-პავლობა აღინიშნება

დღეს, 12 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი პეტრე – პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე მოციქული ანდრია მოციქულის ძმა იყო, რომელმაც მიიყვანა კიდეც ის ქრისტესთან. წმიდა პეტრეს ცოლი ჰყავდა და სახლი ჰქონდა კაპერნაუმში. ქრისტესაგან ხმობილი გენისარეთის ტბაში თევზის ჭერის დროს, იგი ყოველთვის იშვიათ ერთგულებასა და გამბედაობას იჩენდა, რითაც განსაკუთრებულად იყო დაახლოებული მაცხოვართან, მოციქულებთან – იაკობთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. მან პირველმა აღიარა ქრისტე მესიად, რის გამოც მიიღო „კლდის“ ზედწოდება; ამ კლდეზე უფალმა თავისი ეკლესიის აშენება ინება, რომელსაც ვერას დააკლებდნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი. სულიერი ძალა, რომელიც გამომდინარეობდა მოციქულ პეტრესაგან იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით…

მეტი...