,,ეს არის დემარში, რაც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობაზე” – გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე

,,ფრანგული თანადგომა გვახსოვს, თუმცა კრედიტი მახსოვს და არა პირდაპირი დახმარება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად.

მისი თქმით, საფრანგეთის მხრიდან, რომელმაც გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ასეთი ქმედებები არასწორია.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დემარში, რომელიც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობის შესახებ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ნებისმიერს, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას. ამ ქვეყნის წარმომადგენელი რომ დღეს მუშტებს გვიქნევს არასწორია და აქედან გამომდინარეობს ეს ეჭვები, ომის ქარცეცხლში საქართველოს შეყვანის წინაპირობა ხომ არ იქმნება ხელისუფლების შეცვლიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები