დაღუპული არასრულწლოვანი ბსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობდა – ახალი დეტალები

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სადაც დღეს მშენებლობიდან არასრულწლოვანი ჩამოვარდა შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ.

17 წლის ბიჭი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია ,,ალიგატორი 1″ აწარმოებდა.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ მოზარდს ფეხი დაუცურდა და სახურავიდან ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდათ.

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მსგავსი თემები