„ქართული ოცნების მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება”- კონგრესმენი

“ორპარტიული „მეგობრობის აქტი“, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება” – ამის შესახებ, კონგრესმენმა, ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ ამ მისწრაფებას მხარს უჭერს. „მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო „მეგობარ აქტს“, რომელიც ჩემი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული „მეგობრობის აქტი“, რომლის თანაავტორიც ვარ მე, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამავდროულად, ქართველი ხალხი თითქმის…

მეტი...

United Airlines-ის თვითმფრინავმა აფრენის დროს ბორბალი დაკარგა

Guardian-ის ინფორმაციით, ლოს-ანჟელესში, აფრენის დროს, United Airlines-ის თვითმფრინავმა ბორბალი დაკარგა. ავიაკომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავმა აფრენის დროს საბურავი დაკარგა, დენვერში გრაფიკის შესაბამისად წარმატებით დაეშვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

„თურქეთმა დაამტკიცა, რომ ის არის უცვლელი მოთამაშე მშვიდობის დამყარებაში“ – ორბანი

ნატო-ს სამიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ორბანი აცხადებს, მან თურქეთის ლიდერს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარდაჭერა სთხოვა. „მე ვაშინგტონში ვიმყოფები. ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მისიას აქ. რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში თურქეთმა დაამტკიცა, რომ ის არის უცვლელი მოთამაშე მშვიდობის დამყარებაში. პრეზიდენტი ერდოღანი იყო ერთადერთი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მოახერხა, მიეღწია რუსეთ-უკრაინის შეთანხმებისთვის შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ“, – აღნიშნა ორბანმა.

მეტი...

უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

მთელ უკრაინაში, MiG-31K-ის აფრენის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ. “ყურადღება! სარაკეტო საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა!” – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსებმა მიკოლაევის რეგიონიც დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაშავებულებს შორის ქალაქის მერიცაა.

მეტი...

„საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს პარტნიორებთან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“- დარჩიაშვილი

“მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, თანმიმდევრულად მუშაობს ამ მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტის მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს. მისივე განმარტებით საიუბილეო, 75-ე სამიტი კარგი პლატფორმაა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისა და გამოწვევების განხილვისათვის. “როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება…

მეტი...

„სომხეთი ახლოს არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებასთან“ – სამანტა პაუერი

„სომხეთი ახლოს არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან, რამაც შეიძლება, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი“, – აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა, ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაუერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს სომხეთს ისარგებლოს ამ ისტორიული მომენტით. „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და შეერთებული შტატები მზად არიან, დაეხმარონ სომხეთს დემოკრატიის განმტკიცებასა და აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევაში. მე დღეს აქ ვარ, რადგან სომხეთს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს კეთილდღეობას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და მიაღწიოს მშვიდობას, რაზეც ხალხი დიდი ხანია, ოცნებობდა. აშშ მზად არის, დაეხმაროს სომხეთს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. მშვიდობის…

მეტი...

აშშ გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას გეგმავს

აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ისა და გერმანიის მთავრობები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს. “შეერთებული შთატები 2026 წელს გერმანიაში დაიწყებს თავისი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფის შორი მანძილის შეიარაღების პერიოდულ განლაგებას, რაც სამომავლოდ ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგემის ნაწილი იქნება. სრულად განლაგების დროს, კონვენციური შორი მანძილის იარაღის ერთეულები მოიცავს SM-6-ს, Tomawahk-ს და ჰიპერბგერით იარაღს, რომლებსაც გაცილებით მეტი მოქმედების მანძილი აქვთ, ვიდრე ევროპაში განლაგებულ ამჟამინდელ სახმელეთო იარაღს. ამ განვითარებული შესაძლებლობების განლაგება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას…

მეტი...

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა. ინფორმაციას, შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან. „მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული…

მეტი...

“პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი” – ლოიდ ოსტინი

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა.  “პუტინის იმპერიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ჩვენ გავაძლიერეთ NATO-ს თავდაცვა მეტი ჯარით მაღალი მზადყოფნით, უფრო დიდი წვრთნებით, გაძლიერებული სიფხიზლითა და მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფებით, რვა ქვეყანაში. და NATO ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე და ჩვენმა ახალმა წევრებმა, ფინეთმა და შვედეთმა, გაზარდეს ალიანსის წევრების რაოდენობა 32-მდე. და არ შეცდეთ: პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – აღნიშნა ოსტინმა.  როგორც მან განაცხადა, ალიანსმა…

მეტი...

მიკოლაევის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში, რუსების სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მისივე ცნობით, რუსები ქალაქ ვოზნესენსკში თავს სამოქალაქო დაწესებულებას დაესხნენ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ადგილობრივი მერიც. თავდასხმამდე, სამხრეთ რეგიონებში რუსული ავიაციის აქტივობის გამო, უკრაინის საჰაერო ძალებმა საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადეს.

მეტი...

„პოლონეთმა არმია სრულმასშტაბიანი კონფლიქტისთვის უნდა მოამზადოს“ – ვესლავ კუკულა

„პოლონეთმა არმია სრულმასშტაბიანი კონფლიქტისთვის უნდა მოამზადოს“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ვესლავ კუკულამ განაცხადა. „როიტერის“ ცნობით, პოლონეთის ურთიერთობები რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს მეზობელ უკრაინაში ათიათასობით ჯარისკაცით შეიჭრა. „ეს გვაიძულებს, ვიპოვოთ კარგი ბალანსი სასაზღვრო მისიასა და ჯარში მომზადების ინტენსივობის შენარჩუნებას შორის“, – აღნიშნა პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა. ინფორმაციისთვის, ვარშავამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ გაზარდა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 4 პროცენტამდე. პოლონეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გასული წლის ბოლოს დაახლოებით 190 000 იყო, მათ შორის სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, სპეცრაზმი და…

მეტი...

„ილია დარჩიაშვილს  მოვუწოდე, რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნოს”- ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს“ – ამის შესახებ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ის დარჩიაშვილს მოუწოდებს რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნოს. “ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს  მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნოს” – წერს ლაბიბი. ნატოს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან

მეტი...

მაკრონმა ქვეყნის მთავარ პარტიებს პარლამენტში კოალიციის ფორმირებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას წერილით მიმართა, რომელიც არის მისი პირველი საჯარო გამოხმაურება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მაკრონის განცხადებით, ახალ პრემიერ-მინისტრს დაასახელებს მას შემდეგ, რაც დეპუტატებს ექნებათ „გარკვეული დრო“ მართვის პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. მისივე განმარტებით, ამჟამინდელი მთავრობა დროებით ადგილზე დარჩება. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის აღნიშნავს, ქვეყნის მომავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს „რესპუბლიკური ძალების“ მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, საფრანგეთის როლს ევროპულ პროექტში, ეროვნულ დამოუკიდებლობასა და საპარლამენტო მმართველობას. „ის გააერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც, მეხუთე რესპუბლიკის ტრადიციით, თავიანთ ქვეყანას თავიანთ პარტიაზე მაღლა აყენებენ, ერს კი – ამბიციებზე მაღლა. ფრანგებმა რაც აირჩიეს საარჩევნო ყუთით…

მეტი...

BBC-ის ჟურნალისტს ცოლი და ორი შვილი მოუკლეს

ჩრდილოეთ ლონდონში BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, როგორც 26 წლის კაილ კლიფორდი და მისი ძებნა მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამ ვიზიტისას განიხილავს დემოკრატიული მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის საკითხებს“. „საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის დამაზიანებელ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური გეზი”-…

მეტი...

პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე მტკვარში მოქალაქის გადარჩენისთვის დააჯილდოვა

საქართვრლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 27 ივნისს, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისთვის მალხაზ პარკაძე “სამოქალაქო თავდადების” მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიალი ორბელიანების სასახლეში გაიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მალხაზ პარკაძის თავდადება დასაფასებელია. „ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის  მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას. დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და…

მეტი...

“F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია ” – ბლინკენი

“F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია და უკრაინის ცაში იფრენენ უკვე ამ ზაფხულს”, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ფარგლებში საუბრობს. როგორც ბლინკენი აღნიშნავს, ეს უკრაინის ინფრასტრუქტურის და ხალხის დასაცავად მნიშვნელოვანია. „თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა გავწიეთ, რათა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიგვეწოდებინა. კონკრტულად პეტრიოტები, მაგრამ ასევე სხვა სისტემებიც. ეს  მნიშვნელოვანია უკრაინის ინფრასტრუქტურის და  ხალხის დასაცავად. ეს ასევე არის საშუალება, რომ ჩვენ გავხსნათ უკრაინაში ინვესტიციების გზა, რაც ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის წინსვლისთვის. ასე რომ, ეს…

მეტი...

“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი ესტონეთში პრაქტიკას გაივლის

“ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. 2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის: ანა ბაბაიანი ნია ჯიშკარიანი დინა გოშუანი დავით ხორნაული ნატალი ირემაშვილი ბექა კიკნაძე ლიანა მაისურაძე მარიამი ჭინჭარაული თინა ყაველაშვილი ირაკლი იაკობიშვილი სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება. შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი” სრულად დააფინანსებს.  

მეტი...

არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას, პროკურატურა ავრცელებს. „გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა“- ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

მეტი...

,,ევოლუშენ ჟორჯიას” თანამშრომლების გაფიცვას – ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, შპს ,,ევოლუშენ ჟორჯიას” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი კომპანიას მოუწოდებს, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან. ,,საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვას, რომელიც ამა წლის 12 ივლისს არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაციით, მას საწარმოში დასაქმებული 4600-მდე თანამშრომელი უერთდება. დასაქმებულებს კომპანიის მიმართ ღირსების შემლახავ დამოკიდებულებასა და შრომის ღირსეული პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები გააჩნიათ. კერძო სექტორში შრომის უფლების დაცვაზე შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება ამ საკითხს…

მეტი...

ბრიუსელში ქარიშხლის შედეგად 2 თვის ჩვილი დაიღუპა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რასაც წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი მოჰყვა. უამინდობის შედეგად, დედაქალაქში, უკლეს რაიონში 2 თვის ჩვილი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ქარისგან მოგლეჯილი ხის ტოტი მაშინ მოხვდა, როდესაც დედასთან ერთად სკვერში იმყოფებოდა. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მიღებული ტრავმების გამო ვერ მოხერხდა. შტორმი ბელგიის რამდენიმე რეგიონს ერთდროულად დაატყდა თავს, მათგან ყველაზე დიდი ზიანი დედაქალაქს მიადგა. შტორმის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სახლები, დატბორილია საავტომობილო გზები და გვირაბები. წყალდიდობის გამო შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილებაც.

მეტი...

უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

ჩინეთის დიდი კედელი – ვიდეორეპორტაჟი (ნაწილი 1)

ქალაქი ჩენგდე, ჰებეის პროვინცია – ეს სწორედ ის მხარეა, საიდანაც ჩინეთის დიდ კედელს სხვა მხრიდან შემოვივლით. ჩენგდეს  პეკინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 130 კმ-ში მდებარეობს. აქედან დანახული ჩინეთის კედელი  გაცილებით ნაკლებად ხალხმრავალია, ვიდრე დიდი კედლის სხვა მონაკვეთები პეკინთან ახლოს. ის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 10,5 კილომეტრზეა გადაჭიმული. ჯინშანლინგის დიდ კედელს აქვს 67 საგუშაგო კოშკი, 5 უღელტეხილი და 3 შუქურის კოშკი. დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.

მეტი...

,,ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან და წარმოადგენს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს” – სტოლტენბერგი

ვაშინგტონში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გახსნის წინ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელოდება მოკავშირეების შეთანხმებას არსებით პაკეტზე, რომელიც 5 ელემენტისგან შედგება: ,,უკრაინასთან დაკავშირებით მე ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან. ერთი არის, რომ ნატოს სარდლობამ უზრუნველყოს უკრაინელების დახმარება და წვრთნა; ასევე გრძელვადიანი დაპირება, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა; მივიღებთ ახალ განცხადებებს დაუყოვნებელი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის თაობაზე და დაიდება ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის. და ბოლოს, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს…

მეტი...

,,ერთად ვმუშაობთ, რომ საქართველოს შევთავაზოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, ის ჯერ კიდევ ღიაა” – თომას ჰაკერი

,,ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ, ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა”, – განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს თავისი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. „იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ. საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა…

მეტი...

,,ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო სააკაშვილს არასერიოზულად უყურებენ, ვისაც არ ეზარება, ყველა ეკაიფება” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სააკაშვილი წერს: „ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სააკაშვილს წვრილმანი ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად უყურებენ. „რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც. 1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში?საფოსტო მტრედის სტატუსით? ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქი-ბუქის…

მეტი...

,,მელიამ ყველაფერი ჩამოამსხვრია, რაც ,,ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის დროს და მის მერე უკეთებია” – გურამ მაჭარაშვილი

,,ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ნიკა მელია იმ მცირე მხარდაჭერასაც დაკარგავს, რომელიც ჰქონდა, რადგან უპრინციპოდ იქცევა. როგორც მან აღნიშნა, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გაფორმებული ერთობით, მელიამ ყველაფერი ჩამოამსხვრია, რაც “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის დროს და მის მერე უკეთებია. ,,არაერთხელ ვთქვით, რომ ნიკა მელიას ის მცირედი მხარდამჭერი რაც ჰყავდა, ისიც აუცილებლად შემცირდება მისი უპრინციპულობიდან გამომდინარე. როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ამბობ, რომ კეზერაშვილის მონაწილეობა პარტიაში და მისი ოლიგარქია არის დაუშვებელი, ამის გამო წახვედი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” და თანამდებობიდან, ახლა კი სიამოვნებით იღებ და ჩაიხუტებ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ჯაფარიძე-ხოშტარიას და რუბლებით დაფინანსებულ პარტიას, ეს არის…

მეტი...

,,გასახარელია თუ ივანიშვილის ქონება გაიზარდა, ფული არ მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს” – გია ვოლსკი

,,გასახარელია თუ ივანიშვილის ქონება გაიზარდა, ფული არ მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს”, – თქვა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსიმ. ,,გასახარელია თუ კი ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისთვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო, არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს და უშველებელია სია იმ სიკეთეების რაც ქვეყანას გაუკეთა. დღეს ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის ეს არის ცუდი, ძალიან კარგი თუ მდიდარია, თუ კიდევ უფრო გამდიდრდება კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის”, – განაცხადა დეპუტატმა.

მეტი...

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა, დავით ბარბაქაძე – 1 ხმა, ლალი ბუნტური – 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა. აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო…

მეტი...

თავი შეიკავეთ უცხო ნომრებიდან SMS შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს და აფრთხილებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლეტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან: ,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომრის და საბანკო ბარათის მონაცემების მითითებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით…

მეტი...

,,ადამიანებისა და სახელმწიფოს გადარჩენა ტერიტორიების დაბრუნებაზე მნიშვნელოვანია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში რეიგანის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის უპირველეს ამოცანას ჯერ ადამიანებისა და სახელმწიფოს გადარჩენა წარმოადგენს. შეხვედრის მოდერატორმა ზელენსკის ჰკითხა, ახლა წარმოადგენს თუ არა მის მიზანს უკრაინის 1991 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება, ან ხომ არ ხედავს ის გამოსავალს მოლაპარაკებებში, რომელიც ომს დაასრულებს. „როცა თქვენ მე ტერიტორიებზე მეკითხებით, უნდა გესმოდეთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ ადამიანები უნდა გადავარჩინოთ და სახელმწიფო შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. თუმცა, მოგვიანებით დასძინა, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს. „ჩვენ გვჭირდება, რომ პუტინმა წააგოს, ჩვენ არ გვსურს, რომ ის ჩვენს ტერიტორიაზე…

მეტი...

,,არ არის სწორი ბატონი ფიშერი” – გია ვოლსკი

,,მართლაც ხო არ არის იდეა, რომ ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება?! არ არის სწორი ბატონი ფიშერი”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი და გერმანიის ელჩის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ,,ესეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს, მართლაც ხო არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება?! არ არის სწორე ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში…მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს არჩევნებმა უნდა დაუსვას წერტილი, ვინაიდან, ეტყობა არასწორი წარმოდგენა აქვთ საზოგადოების განწყობებზე”, – ამბობს ვოლსკი. ცნობისთვის, გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ღიად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის…

მეტი...

„გლოვო“ კურიერის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„გლოვო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება, გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ”, – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში. მათი თქმით, პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია. „ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. „გლოვო“ ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალიდან დაიწყება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის შესარჩევი კომისია ხვალ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს. კანდიდატები არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. ,,ხვალ გასაუბრების პროცესს დაესწრებიან და მონიტორინგს გაუწევენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები, რომლებიც გასაუბრების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი…

მეტი...

მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპნანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა. მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – კომპანია PSP -ვაჟა ოქრიაშვილი; ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ…

მეტი...

როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში – ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის სამინისტრო ზაფხულის სეზონზე, ძლიერი სიცხის დროს ბავშვებში სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს ავრცელებს: „ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. დაუკავშირდით ექიმს, თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება,დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა. თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს,  გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით…

მეტი...