მაკრონმა ქვეყნის მთავარ პარტიებს პარლამენტში კოალიციის ფორმირებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას წერილით მიმართა, რომელიც არის მისი პირველი საჯარო გამოხმაურება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მაკრონის განცხადებით, ახალ პრემიერ-მინისტრს დაასახელებს მას შემდეგ, რაც დეპუტატებს ექნებათ „გარკვეული დრო“ მართვის პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. მისივე განმარტებით, ამჟამინდელი მთავრობა დროებით ადგილზე დარჩება.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის აღნიშნავს, ქვეყნის მომავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს „რესპუბლიკური ძალების“ მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, საფრანგეთის როლს ევროპულ პროექტში, ეროვნულ დამოუკიდებლობასა და საპარლამენტო მმართველობას.

„ის გააერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც, მეხუთე რესპუბლიკის ტრადიციით, თავიანთ ქვეყანას თავიანთ პარტიაზე მაღლა აყენებენ, ერს კი – ამბიციებზე მაღლა. ფრანგებმა რაც აირჩიეს საარჩევნო ყუთით – რესპუბლიკური ფრონტი – პოლიტიკურმა ძალებმა თავიანთი ქმედებებით უნდა დააკონკრეტონ. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით მივიღებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე“, – აღნიშნულია ემანუელ მაკრონის წერილში.

მსგავსი თემები