,,ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან და წარმოადგენს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს” – სტოლტენბერგი

ვაშინგტონში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. გახსნის წინ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინასთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელოდება მოკავშირეების შეთანხმებას არსებით პაკეტზე, რომელიც 5 ელემენტისგან შედგება:

,,უკრაინასთან დაკავშირებით მე ველი, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან არსებით პაკეტზე, რომელიც შედგება 5 ელემენტისგან. ერთი არის, რომ ნატოს სარდლობამ უზრუნველყოს უკრაინელების დახმარება და წვრთნა; ასევე გრძელვადიანი დაპირება, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა; მივიღებთ ახალ განცხადებებს დაუყოვნებელი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის თაობაზე და დაიდება ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები ნატოს მოკავშირეებსა და უკრაინას შორის.

და ბოლოს, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას უკრაინის ძალებსა და ნატოს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს ხუთი ელემენტი ერთად წარმოადგენს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ხიდს. შეკავებისა და თავდაცვის თაობაზე, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ახალი და ამბიციური თავდაცვის გეგმის მოთხოვნები. ჩვენ გვყავს 500 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოკავშირეებმა გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვაში. 10 წლის წინ ჩვენ დავდეთ პირობა, რომ თავდაცვისთვის მშპ-ს 2% დავხარჯავდით. იმ დროს მხოლოდ 3 მოკავშირე ხარჯავდა 2%, მაგრამ ახლა 23 მოკავშირე ხარჯავს 2% ან მეტს”, – ამბობს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები