,,გასახარელია თუ ივანიშვილის ქონება გაიზარდა, ფული არ მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს” – გია ვოლსკი

,,გასახარელია თუ ივანიშვილის ქონება გაიზარდა, ფული არ მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს”, – თქვა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსიმ.

,,გასახარელია თუ კი ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა. არც ერთი თეთრი არ აქვს დახარჯული იმისთვის, რომ რაღაცა პირადი გამორჩენა მიეღო, არც ფული მოუპარავს ბიუჯეტიდან, ღმერთმა დაიფაროს და უშველებელია სია იმ სიკეთეების რაც ქვეყანას გაუკეთა. დღეს ბიძინა ივანიშვილი თურმე მდიდარი რომ არის ეს არის ცუდი, ძალიან კარგი თუ მდიდარია, თუ კიდევ უფრო გამდიდრდება კიდევ უფრო მეტ პროგრამას განახორციელებს ჩვენი ქვეყნისათვის”, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი თემები