“პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი” – ლოიდ ოსტინი

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა. 

“პუტინის იმპერიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ჩვენ გავაძლიერეთ NATO-ს თავდაცვა მეტი ჯარით მაღალი მზადყოფნით, უფრო დიდი წვრთნებით, გაძლიერებული სიფხიზლითა და მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფებით, რვა ქვეყანაში. და NATO ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე და ჩვენმა ახალმა წევრებმა, ფინეთმა და შვედეთმა, გაზარდეს ალიანსის წევრების რაოდენობა 32-მდე. და არ შეცდეთ: პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – აღნიშნა ოსტინმა. 

როგორც მან განაცხადა, ალიანსმა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო თაობის დროს განახორციელა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, უშუალოდ ჩაერთოს პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში, მაგრამ “უკრაინის გვერდით დადგება მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში”.

“ჩვენ დავიცავთ NATO-ს თითოეულ სანტიმეტრს და გავაგრძელებთ NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერებას,” – განაცხადა ოსტინმა.

ინფორმაციისთვის, ამ კვირაში, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის 75-ე საიუბილეო სამიტი იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაა.

მსგავსი თემები