„ილია დარჩიაშვილს  მოვუწოდე, რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნოს”- ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს“ – ამის შესახებ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ის დარჩიაშვილს მოუწოდებს რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნოს.

“ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს  მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნოს” – წერს ლაბიბი.

ნატოს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან

მსგავსი თემები