მიკოლაევის ოლქში რუსების სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში, რუსების სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მისივე ცნობით, რუსები ქალაქ ვოზნესენსკში თავს სამოქალაქო დაწესებულებას დაესხნენ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორისაა ადგილობრივი მერიც.

თავდასხმამდე, სამხრეთ რეგიონებში რუსული ავიაციის აქტივობის გამო, უკრაინის საჰაერო ძალებმა საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადეს.

მსგავსი თემები