,,ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო სააკაშვილს არასერიოზულად უყურებენ, ვისაც არ ეზარება, ყველა ეკაიფება” – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სააკაშვილი წერს: „ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სააკაშვილს წვრილმანი ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად უყურებენ.

„რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც.

1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში?საფოსტო მტრედის სტატუსით?

ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, „ქოცებიც“ და ყოფილი მეგობრებიც, ყველა გეკაიფება. სამწუხაროა“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები