„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის” – სოფო ჯაფარიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა. თბილისის ორგანიზაცია, რომელსაც ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, სოფო ჯაფარიძეს ჩააბარეს. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზენტაცია გუშინ გამართა და პარტიის ახალი წევრები წარადგინა. მათ შორის არის გია ჯაფარიძე, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ლაშა ბაქრაძე და ირაკლი ფავლენიშვილი. პოლიტიკური პლატფორმის ,,ერთიანობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის განმარტებით, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებას ადგილი არ აქვს. ჯაფარიძემ ასევე დაადასტურა, რომ პარტიის თბილისის ოფის ის უხელმძღვანელებს. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი განხეთქილება არ არის. მე მივიღე შემოთავაზება თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ბატონ ზაზა გოგავას რაც შეეხება,…

მეტი...

„ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა“ – შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 35 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მეტი...

პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანება“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოიძეიბა დაიწყო. ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო ეჭვი, რომ ლე პენი 2022 წელს თავის საპრეზიდენტო კამპანიას უკანონოდ აფინანსებდა. პროკურატურამ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინასაარჩევნო კამპანიების ანგარიშებისა და პოლიტიკური დაფინანსების კომისიამ (CNCCFP) ლე პენის საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ ანგარიში მოამზადა. გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო და სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია. საფრანგეთის კანონმდებლობით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიების დროს ხარჯების დაწესებული ლიმიტის გადაჭარბება ეკრძალებათ. ხარჯების გადაჭარბების შემთხვევაში CNCCFP-ს უფლება აქვს საქმე გამოძიების დასაწყებად შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს. მარინ…

მეტი...

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს დაბადებული ი.ო -ს და 1999 წელს დაბადებული ქ. ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის “სარფის” გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა”, – წერია უწყების განცხადებაში. ასევე, შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის კიდევ…

მეტი...

,,ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მთავრობას ვუწევდით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ წავა” – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ბლოკი მთავრობას უწევდა, ახლა სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ წავა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ ევროს გაყინვაზე და თქვა, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი შეჩერებულია. მისივე თქმით, “ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც”. ,,სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს…

მეტი...

“მე-14 დალაი ლამა არ არის წმინდა რელიგიური ფიგურა და ეწევა სეპარატისტულ საქმიანობას” – რას პასუხობს ჩინეთი ამერიკას?!

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა  დალაი ლამას 89 წლის იუბილე მიულოცა და დაადასტურა აშშ-ს ვალდებულება მხარი დაუჭიროს მცდელობებს ტიბეტელთა განსხვავებული ენობრივი, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ საკითხზე, ჩინეთის მთავრობის სახელით შეფასება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ Xizang-თან  (“ტიბეტის” დღევანდელი ჩინური სახელი)  დაკავშირებული საკითხები  ჩინეთის შიდა საქმეა, რომელსაც გარე ძალების ჩარევა არ სჭირდება. „წლების განმავლობაში, Xizang სარგებლობდა მზარდი ეკონომიკით, სოციალური ჰარმონიითა და სტაბილურობით და კულტურული მემკვიდრეობის  შენარჩუნებით. Xizang-ში ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის რელიგიური რწმენის თავისუფლება და საკუთარი სალაპარაკო და…

მეტი...

,,პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის მიერ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნების ,,ღირსეული პარტნიორის” შეჩერებასა და ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვაზე. ,,აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონ ევროს გაყინვა. ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე. პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებები დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი – არაფრისთვის და არავისთვის საჭირო – რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინვა.…

მეტი...

დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა

დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. „დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, – განაცხადა…

მეტი...

,,ეროვნულმა ნაკრებმა სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო” – კალაძე

„ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ წარმატებით ამაყია თავადაც და ყველა ქართველი გულშემატკივარი. „არ შემიძლია, დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ, სანახაობით ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა. იყო მოგებაც და წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა აჩვენა ის შთამბეჭდავი…

მეტი...

,,საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებაა” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა საქართველოში ყივანახველას მკვეთრ მატებაზე და იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც შემთხვევების მატება გამოიწვია. ,,შარშან მთელი წლის განმავლობაში 119 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, წელს 1 ივლისის მონაცემებით, რაოდენობა უკვე 700-ზე მეტია. 2024 წელი მართლაც გამოირჩევა ყივანახველას მკვეთრი მატებით. ეს ციფრები ასახავს მხოლოდ იმ მაჩვენებელს, რაც დადასტურებული და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის დაფიქსირებული. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს შემთხვევები ფიქსირდება ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ამიტომ წლევანდელი წელი…

მეტი...

კიევში გლოვის დღეა

დღეს, 9 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვის დღეა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია, დაშავდა 117 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ღამით, ნანგრევებში ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამუშაოები გრძელდება. 8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ კორპუსებს. ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოში ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი დაიღუპა, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება კერძო კლინიკას, Interfax-Ukraine იტყობინება, რომ ხუთი ექიმი და ორი პაციენტი…

მეტი...

კიევში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

კიევზე 8 ივლისს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 82 ადამიანი. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ბოლო დროს არსებულ მონაცემებს ავრცელებს: სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა 7 რაიონი – სოლომიანსკის, დნიპროვსკის, დარნიცკის, სვიატოშინსკის, დესნიანსკის, შევჩენკოვის და ჰოლოსიევსკის. შევჩენკოვის რაიონში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო “ოჰმატდეტის” შენობის ორი სართული, საერთო ფართობით დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი. დაიღუპა 2 ზრდასრული ადამიანი, მათგან ერთი ექიმი და 10 დაშავდა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე შენობა. სამაშველო სამუშაოები და ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მთლიანად დაინგრა ამავე რაიონში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო, დანარჩენი…

მეტი...

,,ევროკავშირის ლიდერებმა შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი” – ჰერჩინსკი

თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, მოლაპარაკებების გახსნა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა გადადებული. ,,27 ივნისს, ზუსტად 10 დღის წინ, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული განრიგი მომდევნო პერიოდისთვის, ასევე შეათანხმეს ევროკავშირის ახალი ლიდერების ვინაობა, ასევე გაიმეორეს მტკიცე ერთგულება უკრაინის დაცვისადმი და გარდა ამისა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, მათ შეაჩერეს საქართველოს…

მეტი...

,,საქართველოში სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა” – შაჰინი

,,საქართველოში სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა”, – წერს აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ,,ღირსეული პარტნიორის” განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე. ,,საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადავადება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან. ეს შეფერხება ასახავს იმ ენას, რომელიც მე დავიცავი კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გადახედვას მოითხოვს”, – წერს სენატორი.

მეტი...

,,თანაგრძნობა არ არის იარაღი, აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება” – ზელენსკი

,,თანაგრძნობა არ არის იარაღი. აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება, სადაც ის ბაზირებულია”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე, 8 ივლისს განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. ,,ამაზე რუსმა ტერორისტებმა პასუხი უნდა აგონ. მხოლოდ შეშფოთება არ აჩერებს ტერორს. თანაგრძნობა არ არის იარაღი. აუცილებელია რუსული რაკეტების ჩამოგდება. აუცილებელია რუსული საბრძოლო ავიაციის განადგურება, სადაც ის ბაზირებულია. აუცილებელია ძლიერი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ დატოვებს უსაფრთხოების დეფიციტს. სამყაროს აქვს ამისთვის საჭირო ძალა. პარტნიორებს შეუძლიათ ამის გაკეთება. გადაწყვეტილებები კი საჭიროა რაც შეიძლება მალე”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა” – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება. ,,როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია. და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს…

მეტი...

ჩინეთის პრეზიდენტმა და უნგრეთის პრემიერმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ჩინეთში ვიზიტსა და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც პრეს სპიკერმა ლინ ჯიანიმ აღნიშნა,  მხარეებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს პირობები და მხარდაჭერა ორ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკების განახლებისთვის. ლინ ჯიანი: „შეხვედრისას პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აზრები გაცვალეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისის შესახებ სიღრმისეულ კომუნიკაციას. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინასა და რუსეთში ბოლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პრეზიდენტმა სიმ შეაქო პრემიერ მინისტრი პოლიტიკური გადაწყვეტის ძიების მცდელობისთვის და გაიზიარა…

მეტი...

ჩინეთმა და ბელარუსმა, პოლონეთის საზღვართან, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ჩინეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მილის დაშორებით დაიწყეს. ,,მანევრები გაგრძელდება 19 ივლისამდე და მიმდინარეობს ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასწავლო ბაზაზე”, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ. წვრთნები დაიწყო ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს, სადაც მისი 32 წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, შეიკრიბება რათა განიხილონ უკრაინის შემდგომ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერა. ,,ანტიტერორისტული წვრთნების” ფარგლებში, ჩინელი და ბელარუსიელი სამხედროები ივარჯიშენებ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციების ჩატარებაში, განაცხადა რუსეთის მოკავშირე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ. გაურკვეველია, რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა წვრთნებში.

მეტი...

ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ციმბირის ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს

ციმბირის ციხის ადმინისტრაციამ, ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ნატალია ფილონოვა ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს. ინფორმაციას რუსი უფლებადამცველი, სვიატოსლავ ხრომენკოვი ავრცელებს. ფილონოვა ახლა ციხის იმ ნაწილშია, სადაც პატიმრები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, შეზღუდული აქვთ წვდომა საპყრობილის სხვა ტერიტორიასთან და შეზღუდული აქვთ მეგობრებისა და ნათესავების ვიზიტები. ფილონოვა 17 თვიან სასჯელს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იხდის. ის 2022 წელს ომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დააკავეს. ის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მეტი...

პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისში. პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე რუსეთის ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც პუტინის რეჟიმის ქმედებებს აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და სხვა ქალაქებზე, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 36 ადამიანი, დაშავდა 140. ,,მე ვარ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმიდან, უკვე მეორე წელია ვცხოვრობ თბილისში, ძალიან რთულია იმის ყურება, რაც იქ ხდება. მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. ბევრი ქართველი მეკითხება ომი დამთავრდა თუ არა, თქვენი ომი არ დამთავრებულა, არც ჩვენი და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება ინფორმაციულ ომში. მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები ქართველების…

მეტი...

,,გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ გამოაცხადებენ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის თავდასხმას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები, რომლებმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოში ზარალი და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ის აპირებს გაიმეოროს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ,,ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა დავეხმაროთ დაიცვას თავისი ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან.…

მეტი...

ვოლგოგრადის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში. გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავსა და ელექტრო ქვესადგურში. ვასილ გოლუბევის თქმით, უკრაინამ ,,ათობით” უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა რუსეთის სამხრეთ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. ,,უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ონ-დონში მდებარე ნავთობის საცავში”, – ციტირებს გუბერნატორის განცხადებას ადმინისტრაციის ,,ტელერგამ არხი”.

მეტი...