„ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა“ – შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მეზობელ ქალზე ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 35 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მსგავსი თემები