„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ“- ვედანტ პატელი

„საქართველო, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა. „რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“ – განაცხადა პატელმა. მისივე განმარტებით, არსებობს საკითხები, რომლებსაც ქართველ ოფიციალურ პირებთან ამერიკული მხარე აუცილებლად განიხილავს. „რა თქმა უნდა,…

მეტი...

საქართველოს ნაკრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდება. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. „ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული” – ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე – “მადლობა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს” ღონისძიება შედგება. საქართველოს ნაკრები თბილისში ხვალ ელოდებიან  

მეტი...

„აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!”- მამარდაშვილი

“ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!” – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე”გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მამარდაშვილი ქომაგებს მადლობას უხდის. “ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! მადლობა, რომ იყავით იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები როგორც არასდროს!“ – წერს მამარდაშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალის ეტაპზე დაემშვიდობა.  

მეტი...

“ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტრამპს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. „დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

მეტი...

საქართველოს ნაკრებს თბილისში ხვალ ელოდებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 2 ივლისს, 7:30 საათზე ჩამოფრინდება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. საქართველოს ნაკრები, გუშინ ესპანეთთან დამარცხდა და მერვედფინალში ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

მეტი...

“უფრო ძლიერები დავბრუნდებით”- დავითაშვილი

„ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს. დავითაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის. “თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო აქ მოხვედრა და თამაში. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთეთ. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ამ გუნდის წევრობით ამაყი ვარ, ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად, უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – წერს დავითაშვილი.  

მეტი...

5 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტმა, სირიასა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაძაბა

სირიასა და თურქეთს შორის ურთირთობა დაიძაბა. მიზეზი თურქეთში სირიელი მიგრანტის მიერ 5 წლის ბავშვის გაუპატიურებაა.  ინციდენტის შემდეგ, კაისერში არეულობები და შეტაკებები დაიწყო. ადგილობრივებმა, მიგრანტების ავტომობილები და სამუშაო ადგილები გადაწვეს.  სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ დააკავეს 70 ადამიანი, რომლებიც არეულობაში მონაწილეობდნენ. არეულობაა სირიაშიც. იქ თავს დაესხნენ სამხედრო ნომრის მქონე თურქულ მანქანას. თურქეთის პრეზიდენტმა დაგმო თავისი მოქალაქეების ქმედებები და ქსენოფობიის შესახებ გააფრთხულა, ამავდროულად, არეულობის წაქეზებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

მეტი...

საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა; N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა. მერიის განმარტებით, ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები…

მეტი...

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს!“- კვარაცხელია

„ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ“- ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. მისი თქმით, ნაკრები განვითარებისთვის შრომას აგრძელებს. „ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები“- აღნიშნა კვარაცხელიამ. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა და ევროპოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.

მეტი...

ფაშინიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. „ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას, განვაცხადე, რომ სომხეთი მზადაა, იყოს ევროკავშირთან, რამდენადაც ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. რომ ვფიქრობდე, სომხეთის მოსახლეობა არ იზიარებს ამ აზრს, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რა არის ახლა ამოცანა? ჩავატაროთ რეფერენდუმი ხალხის აზრის გასარკვევად? უკაცრავად, როგორც ოფიციალური პირი, რომელიც უფლებამოსილია, წარმოადგინოს სომეხი ხალხის აზრი, მე ვიცი სომეხი ხალხის აზრი“, – განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ რეფერენდუმი ჩატარდება, მაშინ კამპანია უნდა გაიმართოს. „ამ შემთხვევაში, ხალხი დაგვისვამს კითხვებს: როგორ, როდის, რა ნაბიჯებით? სურს თუ არა ევროკავშირს ეს? ისინი მეტყვიან: თქვენ…

მეტი...

მოქალაქეები ქაღალდის პირადობის გამოყენებას კიდევ ერთი თვე შეძლებენ

„იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს საკმაოდ მაღალია. “იმისთვის, რათა დაბრკოლება არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის…

მეტი...

„დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს“- აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უკან გადაეცემათ. „ვასკვნით, რომ ხელისუფლების დანაწილების ჩვენი კონსტიტუციური სტრუქტურის მიხედვით, საპრეზიდენტო ძალაუფლების ბუნება მოითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან გარკვეული იმუნიტეტი ჰქონდეს“ – დაწერა ჯონ რობერტსმა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.  

მეტი...

„შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ“- ბლინკენი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით

„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბრუკინგის ინსტიტუტში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. ბლინკენი ამბობს, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ მიმართულებას, რომელიც ქართველ ხალხს სურს. „ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის…

მეტი...

თურქეთში, რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ პროპანის ავზმა გამოიწვია. პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც, შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.

მეტი...

საგარეჯოში ჯგუფური ძალადობის  ფაქტზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის  ფაქტებზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.  ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა,…

მეტი...

უკრაინის უსაფრთხოებამ დააკავა პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] გამოავლინა და დააკავა ჯგუფი, რომლებიც კიევში, მასშტაბურ არეულობებსა და პროვოკაციებს გეგმავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა ანტიუკრაინული ქმედებებით ცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნე იყო უკრაინის უმაღლესი რადა. ისინი პარლამენტის შენობის ბლოკირებასა და აღებას გეგმავდნენ. ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეარყევდნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, რაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იმუშავებდა. – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოება დაჯგუფების მიზანთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, მთავარ ორგანიზატორს თანამზრახველები ეხმარებოდნენ. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კიევიდან, დნიპროდან და სხვა რეგიონებიდან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა მონაწილეთა უკანონო…

მეტი...

ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს – CNN

ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა, შაბათ-კვირის განმავლობაში, გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანეს და მათი დაცვის დონე გაზარდეს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ტერორისტულ თავდასხმის სამიძნე შესაძლოა აშშ-ის სამხედრო პერსონალი ან ობიექტები გახდნენ. ინფორმაციას CNN ორ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, მსგავსი ზომები შეეხო გერმანიის ქალაქ შტუტგარტის გარნიზონში მდებარე ბაზას, სადაც აშშ-ის ევროპული სარდლობის შტაბი მდებარეობს, დაცვა გაძლიერდა დონემდე “ჩარლი”. აშშ-ის არმიის თანახმად, ეს სტატუსი მაშინ გამოიყენება, როცა რაიმე ინციდენტის ან შესაძლო ტერაქტის ან/და თავდასხმასთან დაკავშირებული სადაზვერვო მონაცემების მიღება ხდება. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ევროპაში ბაზაზეა დისლოცირებული CNN-ს განუცხადა, რომ მათ მსგავსი…

მეტი...

ჭავჭავაძეზე, სამგზავრო მიკროავტობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა. არიან თუ არა დაშავებულები, ამ ეტაპზე, უცნობია. ინფორმაციას და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

მეტი...

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. 37 ათას მასწავლებელს, რაც პედაგოგთა 70%-ს შეადგენს, ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზარდა. 25%-ს ანაზღაურება საშუალოდ 300-დან 400 ლარამდე. დარჩენილ 5%-ს კი, მინიმუმ 200 ლარიანი სახელფასო მატება აქვს. ახალი სახელფასო სისტემა მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებას და სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მეტი...

კვარიათში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა ცნობილია

კვარიათში ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული გოგონა თსუ-ს სტუდენტი, ელიზავეტა ხოშტარიაა. ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან. „ორი დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა… ფოტოებს აზიარებდა… რატომ…“; „უდიდესი დანაკარგია და მოუშუშებელი იარა, ღმერთმა მისცეს ძალა მშობლებს, რომ ილოცონ მისი სულისთვის“, – წერენ სოციალურ ქსელში. ელიზავეტა ხოშტარია. ბოლოს, ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა: „მე ჩავიფიქრე გუშინ, დაბადების დღეზე და ამიხდა, რომ რამე…“.

მეტი...

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს გემების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კუთხით. რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. კიევმა შავი ზღვის საკუთარი საექსპორტო მარშრუტი გასულ წელს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებაში, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოდ რჩება. უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ მისი შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის დაუბრუნდა ომამდელ მოცულობას, თუმცა, ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები ხშირად…

მეტი...

3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ შემდეგ საგამოცდო ცენტრებში: თბილისის N39, N103, N133 და N147 საჯარო სკოლები. ასევე, N175 საჯარო სკოლა, სადაც განთავსდება ორი საგამოცდო ცენტრი; N177 საჯარო სკოლა; N191 საჯარო სკოლა და N207 საჯარო სკოლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც შარშან, წელსაც დაწესდება ავტობუსების დროებითი მარშრუტები, რომლებიც მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის…

მეტი...

„ჩემთვის 100%-ით თამაშგარე იყო… მსაჯმაც, მგონი, შეამოწმა, მაგრამ არ წავიდა სანახავად და უცნაური იყო ეს ყველაფერი” – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრების მიერ გატანილი პირველი, გარდამტეხი გოლი მისთვის 100%-ით თამაშგარე იყო. მამარდაშვილის თქმით, მას არ შეეძლო ამის გაპროტესტება, რადგან UEFA-ს წესებით, მსაჯთან საუბრის უფლება მხოლოდ კაპიტანს აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ყვითელ ბარათს მიიღებს. ,,100%-ით თამაშგარე იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მიშლიდა ხელს მორატა და როდრიმ გაიტანა მარცხნივ. პირველი გოლი თამაშგარე იყო ჩემთვის 100%-ით. რომ არა ეს გოლი, სხვანაირად წავიდოდა თამაში მეორე ტაიმში, სხვანაირად დავლაგდებოდით. შეიძლება მაინც წაგვეგო, მაგრამ პირველ გოლი მაინც სულ სხვაა და ჩემთვის ეს ყველაფერი თამაშგარე…

მეტი...

„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ გამოისყიდა

„აიაქსმა“ და „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ნიდერლანდური კლუბი ავრცელებს. მათი ცნობით, ფრანგულ „მეცს“ საქართველოს ნაკრების წევრის დაბრუნება 13 მილიონი ევრო დაუჯდა. „აიაქსი“ მიქაუტაძეს წარმატებებს უსურვებს.

მეტი...

25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება – ოჯახი მიმალვაში მყოფი პირის დაკავებას ითხოვს

მთაწმინდაზე მოკლული მამუკა ლომიძის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. მოკლულის ოჯახი ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათი თქმით, დაკავებული ჯერ ისევ არაა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელთან ერთადაც ბრალდებული გადაადგილდებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას ბაჩო სირაძემ 7-ჯერ ესროლა ხელნაკეთი იარაღიდან. მოტივი ამ დრომდე უცნობია, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ მისი ადვოკატებიც. ,,ვერ გავიგე, ამდენი ხანია დავდივარ პროცესებზე და ვერ გავიგე ჩემი შვილი რატომ მოკლეს, მიზეზს ვერ ვიგებ, უკვე მერამდენე პროცესია. ვითხოვ რომ სამუდამო, სამუდამო, არ მოვისვენებ, არ ვაპატიებ არც შადურს, არც მაგას, შადური სადამდე დაიმალება, რით ვერ იპოვეს…

მეტი...

საფრანგეთში არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანება” 34%-ით ლიდერობს. მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების მხოლოდ 20,3% მოიპოვა. პრეზიდენტმა მოუწოდა ამომრჩევლებს დაბლოკონ უკიდურესი მემარჯვენეები გადამწყვეტ მეორე ტურში. პრემიერმინისტრმა, გაბრეილ ატალმა კვირას განაცხადა, რომ არც ერთი ხმა არ უნდა მიენიჭოს ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანებას” მომავალ კვირას მეორე ტურის დროს. პარალელურად, არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით ადამიანი კვირას პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებში, მათ შორის სტრასბურგში, ლიონში, ნანტში და ლილში. მომიტინგეების ნაწილი სკანდირებდა ,,ფაშისტებო, წადით!”. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში ცეცხლი დაანთო, დაწვეს ინფრასტრუქტურა.

მეტი...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით დაემატა პუნქტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, რომლის ავტორია ბელგიელი მალიკ ბენ აშური. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით რეზოლუციის ტექსტში შესწორება შევიდა და ჩაემატა საქართველოს შესახებ პუნქტი: რეზოლუცია „გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. ასევე, ორივე რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების წაშლასა და შეცვლას, რაც რუსეთის ფედერაციის მუდმივი…

მეტი...

„ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად“ – the Guardian

,,ვილი სანიოლის ბიჭები სახლში მიდიან, სადაც 3 ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სამართლიანად მიიღებს მათ გმირებად”, – წერს გამოცემა the Guardian საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ. გამოცემა ქართველი ფეხბურთელების თავდაუზოგავ თამაშს უსვამს ხაზს. ,,გასაოცარია ის, თუ როგორ მოგვენატრებიან ქართველი ფეხბურთელები, როგორ გავერთეთ მათი ყურებით. სანიოლის გუნდმა გახსნა ანგარიში, გახდა პირველი, რომელმაც გაიტანა გოლი ესპანეთის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც დაეცნენ, მათ დაიწყეს ძებნა, როგორ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან თამაშში, ისინი დანებებაზე უარს ამბობდნენ”, – ნათქვამია the Guardian-ის სტატიაში.

მეტი...

დღეიდან უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

დღეიდან, პირველი ივლისიდან უქმდება არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. მისი შეცვლა, 15 მარტის შემდეგ, პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდაა შესაძლებელი იუსტიციის სახლებში. ცნობისთვის, 2024 წლის არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. მოქმედი პირადობის მოწმობა ასევე აუცილებელია საბანკო და სახელმწიფო სერვისების მისაღებად. 24 ივნისის მონაცემებით, 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოცვალა ძველი ტიპის პირადობის მოწმობა.

მეტი...

,,ჩორჩანას ტყე წარმოადგენს რუსების ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, ჩვენ იქ აღარ შეგვიშვეს” – ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცნობით, ჩორჩანას ტყეში რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან. მას შემდეგ, რაც მან საოკუპაციო ხაზთან დაბრუნება შეძლო, ქართველმა სამართალდამცავებმა ის ტყის ნაწილში აღარ შეუშვეს. მისი თქმით, მოძრაობის წევრები 2 კვირის წინ ტყის შიდა ნაწილში თავისუფლად გადაადგილებოდნენ. ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ადგილზე კონტროლი გაამკაცროს. ,,ტყის ეს ნაწილი წარმოადგენს ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რისი მტკიცებულებებიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უკვე არაერთხელ და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შეფერხება, ეს შეზღუდვა, რაც ჩვენ დაგვიწესეს და არ შეგვიშვეს გუშინ ტყეში ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით, საფუძვლიანი ეჭვის…

მეტი...

გასული დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა

რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით, გასული დღის განმავლობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 41 ადამიანი. განცხადებებს რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ. რუსეთის სამიზნე უკრაინის 11 ოლქი გახდა – ჩერნიხივი, მიკოლაივი, ლუგანსკი, კიროვოგრადი, ზაპორიჟიე, სუმი, დნეპროპეტროვსკი, კიევი, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი. მსხვერპლი ბოლო ხუთ რეგიონში იყო. დონეცკის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის ცნობიტ, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. პოკროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რუსული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ოცდაერთი სახლი და ორი მანქანა. ბახმუტის რაიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა ქალაქ ტორეცკში, 1 ადამიანი დაიღუპა და 1…

მეტი...

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

უნგრეთი, დღეიდან, მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწოდებით ,,გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული”. უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე, ბლოკმა დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება და დაიწყო უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის როლი დღის წესრიგის დადგენაა, ასევე, ევროკავშირის წევრების შეხვედრების თავმჯდომარეობა ყველა სფეროში, გარდა საგარეო ან ევროზონის საკითხებისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მოძიება და ევროპარლამენტთან კანონმდებლობის საბროკერო შეთანხმებებია.

მეტი...

ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია. ,,დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით,…

მეტი...

მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის – ესტონეთის საელჩო ნაკრებს

ესტონეთის საელჩო საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. ,,მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას! მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მადლობა ბიჭებს!”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მეტი...

რიკოთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა – მესამე დაშავებული კლინიკაში რჩება

რიკოთზე, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდანაა. მესამე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 29 ივნისს მოხდა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

მეტი...

,,რუსებმა გრემისხევის თავზე რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც.სადგომი მოაწყვეს” – ქაცარავა

რუსმა ოკუპანტებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეციალური სადგომი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელის დავით ქაცარავას თქმით, ეს არც ახალი ბაზის მშენებლობაზე მიანიშნებს და არც ახალი საგუშაგოს მოწყობაზე, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ოკუპანტების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტომასალასაც ავრცელებს. ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად. ასეთი ტიპის სპეც სადგომები მთელი ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი. ბუნებრივია, ეს არ არის ახალი ბაზის მშენებლობა, ან თუნდაც ახალი საგუშაგოს მოწყობა, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ორკების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენ კი ვიგებთ ომს მშვიდობით,…

მეტი...