„განსაკუთრებული სტუმარი გვყავს“ – მერაბ დვალიშვილი და ნაკრების ფეხბურთელები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ემოციურ კადრებს უზიარებს საკუთარ გულშემატკივრებს. როგორც კადრებიდან ჩანს, ჩვენს ნაკრებს მერაბ დვალიშვილი ესტუმრა, რასაც ჩვენი ფეხბურთელების ოვაციები მოჰყვა. „განსაკუთრებული სტუმარი გვყავს“, – წერს ეროვნული ნაკრები.

მეტი...

,,ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში” – საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

საქართველო-პორტუგალიის მატჩს საერთაშორისო მედია ეხმაურება და ჩვენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას ტურნირის მთავარ სენსაციად აფასებს. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემები ჯვაროსნების ორგანიზებულ თამაშს და თავდადებას აღნიშნავენ და წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდმა ყველა პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. საერთაშორისო კომენტატორები განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოარჩევენ. ,,გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში”, – წერს CNN საქართველოს ეროვნული საფეხბურთო…

მეტი...

გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით იკეტება – საპატრიარქო

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე დაიკეტება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ,,გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ვულოცავ საქართველოს… არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში…შემართებით!” – სალომე ზურაბიშვილი

,,ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს… არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში…შემართებით!”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის ნაკრების 2:0 დამარცხებას და პრეი-ოფში გადასვლას ეხმაურება.

მეტი...

,,ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! ვამაყობ” – ვილი სანიოლი

,,კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელი ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ. საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი ამბობს, რომ სანამ მსაჯის სასტვენის ხმა არ გაიგეს, მანამდე შედეგზე იყვნენ ფოკუსირებულები: ,,ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს! დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ…

მეტი...

,,ერთად ვაგრძელებთ ისტორიის წერას! შევხვდებით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში” – ნაკრები

,,ერთად ვაგრძელებთ ისტორიის წერას! შევხვდებით ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში”, – წერს საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდი პორტუგალიის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს” – ჰელსინკის კომისია ისტორიულ გამარჯვებას გვილოცავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას ულოცავს აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ,,საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მისი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს”, – ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში ხალხი ისტორიულ გამარჯვებას აღნიშნავს

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადევნებდა თვალს. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ კი, დედაქალაქში საყოველთაო ზეიმი დაიწყო. ჩვენი ნაკრების მერვედფინალში გადასვლას, თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს სიმღერით, სიგნალებით, საყვირებითა და აპლოდისმენტებით ულოცავდა, საზეიმო მსვლელობა დედაქალაქში რამდენიმე საათს გაგრძელდა. თბილისის გარდა, ზეიმი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობამ ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და თელავში დაძაბულ თამაშს სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნა თვალი, მატჩის შემდეგ კი ისტორიული გამარჯვება ქუჩებში სახალხო ზეიმით აღნიშნეს. 2:0 საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია! ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან – პორტუგალიის…

მეტი...

,,საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ!” – აშშ-ის საელჩო

,,საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!”, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებას და პლეი-ოფში გასვლას ეხმაურება.

მეტი...

,,სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ” – კობახიძე

,,წარმოუდგენელი ემოციებია, ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ, მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეფასებით, ფეხბურთის ნიჭი რომ აქვთ ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ,,წარმოუდგენელი ემოციებია. ბიჭებთან ვიყავით, მივულოცეთ. მართლა სასწაული გვაჩუქეს ბიჭებმა და ყველას ეკუთვნის მადლობაზე მეტი. საოცრებაა, იბრძოლეს ბოლომდე და გარდა ბრძოლისა, ფეხბურთის ნიჭი რომ გვაქვს ქართველებს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და მადლობა მათ. სასწაულია, პირველი ევროპის ჩემპიონატია და პირველივე ევროპის ჩემპიონატზე როდესაც ჯგუფიდან გადიხარ, ეს არის საოცრება. კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს,…

მეტი...

,,დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი აქვს, ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ” – ირაკლი კობახიძე

,,ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ მოგებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. „პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი დაამარცხა

საქრთველოს ეროვნულმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან მოიგო და ჯგუფიდან გავიდა. თამაში ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი მეტოქის კარებში ხვიჩა კვარაცხელიამ მათჩის დაწყებიდან მეორე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ.   საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა  

მეტი...

კიდევ ერთი გოლი პორტუგალიის ნაკრების კარებში

საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა. მეორე გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა. ამ მომენტისთვის საქართველო პორტუგალიას ანგარიშით ( 2:0) ამარცხებს.   საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა

მეტი...

საქართველო 1:0 პორტუგალია –  პირველი ტაიმი დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენში მიმდინარეობს. შეხვედრის მეორე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა  

მეტი...

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად არსებული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, სრულად დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები. იმერეთის სახემწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „უჩვეულოდ დიდი ნალექი მოვიდა იმერეთში ბოლო ორი საათის განმავლობაში და პრობლემები შეიქმნა ხონსა და უფრო მეტად ქუთაისში. ადიდდა მდინარე ოღასკურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ავტოქარხნისა და ბუხაიძის ქუჩის დიდი ნაწილი. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, მერიის სპეციალური სამსახურები და…

მეტი...

შეხვედრის მეორე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა

გადამწყევტი მატჩის დაწყებიდან პირველივე წუთებში ხვიჩა კვარავცხელიამ გოლი გაიტანა. სქართველოსა და პორტუგალიას შორის მატჩი მიმდინარეობს. შესრულდა ორივე ქვეყნის ჰიმნი. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ გერმანიაში ათასობით ქართველი ჩავიდა. დღევანდელი თამაში საქართველოსთვის გადამწყვეტია. მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენში მიმდინარეობს.    

მეტი...

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე. „ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-პორტუგალიის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ გელზენკირხენში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – პორტუგალიის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. გადამწყვეტ მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი ქომაგები იკრიბებიან

მეტი...

გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი ქომაგები იკრიბებიან

ერთ საათზე ნაკლები რჩება გადამწყვეტ მატჩამდე. გერმანიაში, გელზენკირხენის სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები იკრიბებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და  პორტუგალიის თამაში, თბილისის დროითი 23:00 საათზე დაიწყება. ქომაგები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გერმანიაში გამგზავრება, მიხეილ მესხის სტადიონზე იკრიბებიან.   დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მეტი...

“ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია, ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან ისინი ხალხს არ მოსწონს. „ისინი რას შვრებიან იცით? გამოიკვლევენ რომ ერთად ვერ გვამარცხებენ მერე გაიშლებიან,  ჩაატარებენ კვლევებს ცალცალკე,  ისედაც ვერ გვამარცხებენ შეიკვრებიან. კვლევები კი არ შველის მაგას, მაგას უნდა რეიტინგი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რეიტინგს, რასაც აქვეყნებენ ის რეიტინგი კი არა – რეალური რეიტინგი. აქედან გამომდინარე დაიშალნენ, გატესტეს, ნახეს, რომ არა, რაღაცა პრობლემა აქვთ – ახლა იკვრებიან ისევ. არადა იმ შეკრულზე და ერთად, რეალურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ყველა ნაცები არიან ეგენი, ნიკა მელია და გვარამია არ არიან ნაცებიო რომ ლაპარაკობთ,…

მეტი...

დღევანდელი მატჩის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.  

მეტი...

„მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო“- გრიგორიანი

“რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა. “როდესაც სომხეთი მთლიანად იყო რუსეთზე დამოკიდებული, ნუ თუ ომი არ გვქონდა? გვქონდა. მოდით დავაფიქსიროთ, რომ ამ არსებული ვითარების გამო ჩვენ ომში აღმოვჩნდით, ამ ცვლილებებით სტაბილურობის მოტანას ვცდილობდით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები სტაბილურობამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა გრიგორიანმა. სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო. “ეს მოხდა, როდესაც მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული. რუსეთი მოვიდა, მთიანი ყარაბაღი წაგვართვა, ის აზერბაიჯანს დაუბრუნა, შემდეგ წავიდა, აი ეს არის მთელი რეალობა. ვამტკიცებ,…

მეტი...

,,წარმატებებს გისურვებთ, გიორგი!“ – ,,ვალენსია“ მამარდაშვილზე წერს

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ,,ვალენსია“ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ამხნევებს და ქართულ ენაზე წერს: ,,წარმატებებს გისურვებთ, გიორგი!“.

მეტი...

“ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. „ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8221 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8221 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0410 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0259 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილში სახლები და გზები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში სახლები და საავტომობილო გზები დაიტბორა. მარტვილში უკვე 1 საათია გადაუღებლად წვიმს.

მეტი...

რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გამოუშვეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს

რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად ,,ზელენოგრად ჩიკატილო” ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს. ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. უშიშროების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხის ცნობით, გრიცენკო სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში მსახურობს. 62 წლის სერიული მკვლელი ამ ზაფხულს უნდა გაეთავისუფლებინათ. ის ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს. არსებული ინფორმაციით, გრიცენკო შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა. მას მხოლოდ ეგრეთ წოდებული ,,სპეციალური სამხედრო ოპერაციის” (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს) დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.

მეტი...

„ნიკა მელია სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილს“ – სააკაშვილი

„მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს“, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. სააკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი  ქართველი ხალხია, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს! „გუშინ ტვ პირველის ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს. სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, “ეფესბეს” აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი,…

მეტი...

სოსო ჯაჭვლიანმა კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა სიკვდილის შემდეგ მოუგო

სოსო ჯაჭვლიანმა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა სიკვდილის შემდეგ მოუგო. საქმე ეხება სამართლებრივ დავას, როცა კულტურის სამინისტრო მკლავჭიდის ფედერაციას თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა. დავა 2020 წელს დაიწყო, სასამართლომ კი ფედერაციის სასარგებლოდ გამამართლებელი გადაწყვეტილება დღეს, 26 ივნისს გამოიტანა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი კი ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა.

მეტი...

ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა – წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა

ქუთაისში, ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზას და კორპუსის ეზოები დატბორა. მძიმე მდგომარეობაა ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაშიც, სადაც წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. გარდა ამისა, წერეთლის ქუჩაზე, წყალი საავტომობილო გზაზე დგას, რის გამოც მანქანებს გადაადგილება უჭირთ.

მეტი...

,,რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა და ამ მიმართულებით თბილისის ნებისმიერ წამოწყებას მხარს უჭერს. ,,ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის,” – განაცხადა ზახაროვამ. რუსული მედიის ცნობით, მანამდე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი პარტია “საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარემ, მიხეილ ჟღენტმა გამოთქვა.

მეტი...

ჩვენ შენთან ვართ, საქართველო – „ლევანტე“

ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ქართულ ენაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. კლუბის Facebook ანგარიშზე გამოქვეყნდა ქოჩორაშვილის ფოტო, რომელსაც დღევანდელი თამაშის ანონსი და ქართულად გაკეთებული წარწერა დაურთეს: „ჩვენ შენთან ვართ, საქართველო“, შემდეგ კი უკვე ესპანურად ქოჩორაშვილს წარმატება უსურვეს.

მეტი...

„მორიგ სასიკვდილო ავარიას გადავურჩი. მაქვს მიკერებული ახალი ცხვირი“ – ლადო ბურდული ნაავარიებ ფოტოს აქვეყნებს

ლადო ბურდული ავარიაში მოჰყვა. ინფორმაციას მუსიკოსი, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავად ავრცელებს. როგორც ქართველი როკერი წერს, მას სკუტერით მორიგი ავარია მოუვიდა და უფალს მადლობს გადარჩენისთვის. ,,მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. უფალს მადლობა და დიდება”, – წერს ფეისბუქზე. მუსიკოსი იხსენებს წინა შემთხვევასაც. ,,სასიკვდილო ავარიას მეორედ გადავურჩი. ამის წინ ერთი კვირა ვიწექი საავადმყოფოში. მაშინ სხეული მქონდა დაზიანებული, ახლა სახის ძვლები და ცხვირი, რომელიც უკან მიმაკერეს. სკუტერი მიყვარს და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ,,ვესპა” სულ სხვანაირ სითბოს, სიყვარულს, თავისუფლების და ბედნიერების…

მეტი...

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად სახლები და ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიტბორა, მანქანებს უჭირდათ გადაადგილება. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც, დატბორილია სარდაფები. ადგილობრივების თქმით, ყოველი ძლიერი წვიმა ქუთაისში მოსახლეობას აზარალებს, ხელისუფლება კი ადამიანების პრობლემების ნაცვლად პირად კომფორტზეა გადასული.

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა” – ანრი ოხანაშვილი

,,ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, ეს პროცესი მათ ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების მორიგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში უნდა დაელოდონ. „სახეები ერთია, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა. შესაბამისად, ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს. მათ განაჩენი საზოგადოებამ არაერთხელ გამოუტანა, შემდეგ პოლიტიკურ განაჩენს ოქტომბერში დაელოდონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი...