ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიდევ 12 ადამიანი ზღვაში დაიკარგა.
სანაპირო ქალაქებიდან 50,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ამასთან, გაუქმდა 300-ზე მეტი რეისი და რამდენიმე საათით შეჩერდა ოთხი აეროპორტის მუშაობა.
12 პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ ჰანოიში, დაიხურა სკოლები. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.