რუსეთის სარაკეტო დარტყმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე. სამიზნე ის სასტუმრო გახდა, საიდანაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი უკრაინის ამბებს აშუქებდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ეძებენ სააგენტოს რეპორტიორს, ორი ჟურნალისტი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. Reuters-ი წერს, რომ რუსეთმა სასტუმროზე იერიში მიზანმიმართულად მიიტანა.