საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა. ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს.
„6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.