უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებთ, უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი.
„ორივე მხარეს საკუთარი სიმართლის სჯერა. უკრაინელებს თავდაცვის უფლების სჯერათ, რუსების თქმით, მათ საზღვარზე ნატო-ს ჯარები და იარაღი არ სურთ. ისინი პროვოცირებულ ომს ხედავენ“, – ამბობს პრემირი.
მისივე თქმით, ორივე მხარე იქამდე აპირებს ბრძოლას, სანამ არ გაიმარჯვებს.
„ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.