ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან ჩრდილოეთ მაკედონიაში. ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებში ცეცხლის 20 კერა გაჩნდა. ყველაზე მასშტაბური კერა კი ნიგოტინოს რაიონში დაფიქსირდა, სადაც 800 ჰექტარი ფიჭვნარის უნიკალური ტყე იწვის. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ევროკავშირმა, სტიქიური უბედურების გამო, დახმარების საგანგებო პროტოკოლი აამოქმედა.