„როსტოვის ატომური ელექტროსადგური ნორმალურად მუშაობს“, – განცხადებას „როსენერგოატომი“ ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფრომაციით, რადიაციის დონე ნორმალურია და ბლოკები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ.