განმუხურში, მდინარე ჯუმისა და ენგურის შესართავთან 15 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან არის და ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა. ის მდინარეში თანატოლებთან ერთად იყო. მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის მისი ტანსაცმელი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მაშველები.