,,ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი სასოწარკვეთილების ნიშანია” – ენტონი ბლინკენი

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დაახლოების მცდელობის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში. ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ირანისა და ჩინეთის ფაქტორებიც, ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.

მსგავსი თემები