საპროტესტო მარში მიმდინარეობს თბილისში ოთხ ლოკაციაზე. აქციის მომაწილეები, რომლებიც ე. წ „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ ევროპოს მოედანზე შეიკრიბებიან და სწორედ იქ იტყვიან სათქმელს. როგორც შეკრების მონაწილეები ამბობენ, მათი მომავბალი არ არის რუსული.
„საქართველოს მომავალი არ არის რუსული. საქართველო საქართველოა, ჩვენ თუ ევროპაში შევალთ ჩვეთვისვე იქნება კარგი. ხალხმა უნდა გაანალიზოს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროპა“- ამბობს აქციის მონაწილე.
შეკრებას პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალქეები უერთდებიან.