“მტვრის პრობლემა, რომელიც ქარის დროს ანაკლიის მცხოვრებლებს აწუხებთ, მოგვარდება” – ლევან ახვლედიანი

  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მტვრის პრობლემა, რომელიც ქარის დროს ანაკლიის მცხოვრებლებს აწუხებთ, მოგვარდება.

ლევან ახვლედიანის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო, მტვრის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, სხვა გზით მოგვარდება.

„დაახლოებით, ორი თვე მოუნდება ამ პრობლემის აღმოფხვრას. ვფიქრობთ, რომ ისეთი გადაწყვეტილება გვაქვს მოფიქრებული, რომლის შემდეგ ამის პრობლემა აღარ იქნება. სამუშაოები, პრაქტიკულად, შეწყვეტილია. ანუ მიწის დაჯდომის პროცესი დაახლოებით, ივნის-ივლისში დასრულდა. ამის შემდეგ, ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვეძლო სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

ვიმედოვნებდით, რომ ამ დაჯდომის დასრულებისთანავე დავიწყებდით მშენებლობას. მშენებლობის დაწყება ერთ-ერთი გამოსავალია იმისთვის, რომ მტვერი აღარ იყოს – ზემოდან ბეტონი იქნებოდა დასხმული და.აშ. ახლა სხვა გზით ვწყვეტთ, რადგან სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მსგავსი თემები