დღეს საქართველოში დიდი ზეიმია. 9 მაისი უქმეა და ამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვებას 79 წლისთავს აღნიშნავენ.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოდან 300 000-მდე ჯარისკაცი იმსხვერპლა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
მეორე მსოფლიო ომი აზიაში დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. ომი ვროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, აზიაში კი – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
დღეს, ომს გადარჩენილი ქართველი ვეტერანები კიკვიძის პარკში იკრიბებიან, სადაც მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობენ. ვეტერანებს გამარჯვებას მთავრობის წარმომადგენლებიც ულოცავენ.
9 მაისს მთელ საქართველოში აღნიშნავენ.