იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაიაც გააძევეს. მანამდე სხდომიდან გააძევეს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი გიორგი ვაშაძე.
თამარ კორძაია ეუთო/ოდირის დასკვნას ციტირებდა. კომიტეტის თავმჯდომარემ თითქმის ყველა ოპოზიციონერი გააფრთხილა არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატებს გაძევებით ემუქრება.